in

რომის ეტიკეტი ტროპიკული ტყის ინსპირაციით შეიქმნა

ცნობილმა დიზაინის სტუდია Stranger & Stranger-მა Copalli Rum-ისთვის შეფუთვის დიზაინი შექმნა, ბოთლის ფორმისა და ეტიკეტის ჩათვლით. თითოეული დეტალი ტროპიკულ ტყეში გვამოგზაურებს, რითაც მარტივი ამოსაცნობი ხდება ბრენდინგის შთაგონებაც. მთლიანობაში სამ ვარიანტს სთავაზობენ მომხმარებლებს, ესენია თეთრი, კასრში დაძველებული და კაკაოს რომი. შესაბამისად, სამ განსხვავებულ ეტიკეტს ვხედავთ, რომლებიც მართალია, ძირითად მახასიათებლებს იზიარებენ, მაგრამ ფერით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. 

BOG
BOG

მწვანე, ყავისფერ და კრემისფერ ფონზე ოქროსფრად დაწერილ Copalli-ს ვკითხულობთ, რომელიც თითქოს მცენარეების ჩარჩოშია მოქცეული. ფოთლების ტალღოვანი ფორმები მინაზეც გადმოიტანეს, რითაც შეფუთვა მდიდრულ იერს იძენს… 

ნახვამდის Glitch, გამარჯობა Slack! – ცნობილი სამუშაო ჩატის ისტორია

როგორ აღწევენ სტრატეგიული ლიდერები წარმატებას