15
Nov
2017

Copter-ის საჰაერო კადრები რუსეთისა და უკრაინის ბაზრებისთვის დამზადებულ რეკლამებში!

15 Nov 2017

Elit Electronics


Copter საქართველოში, საჰაერო გადაღების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. ფუნქციონირების ორი წლის განმავლობაში, ფოტო-ვიდეო ფროდაქშენისა და დრონების დილერობის პარალელურად, მან შეძლო საერთაშორისო ბრენდებთან, საჰაერო გადაღების კუთხით, თანამშრომლობაც. მას ეკუთვნის საჰაერო კადრები რუსეთისა და უკრაინისთვის გადაღებულ რამდენიმე სარეკლამო რგოლში. როგორია Copter-ის უცხოურ ბრენდებთან კოლაბორაციის გამოცდილება და რა პერსპექტივები აქვს ქართულ კომპანიას საერთაშორისო ბაზარზე?

გიორგი დანელია – Copter-ის თანადამფუძნებელი: „საქართველოს ბაზარზე, ერთ-ერთი ლიდერები ვართ საჰაერო გადაღების კუთხით, პროფესიონალური დრონები გვაქვს. როცა უცხოელები საქართველოში ჩამოდიან, სარეკლამო რგოლებისა თუ ვიდეოების გადასაღებად, ჩვენ გვეკონტაქტებიან. ამ ბაზარზე გვიცნობენ. უკრაინელებთან და რუსებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს. მაგალითად, The Martini Shot საქართველოში, საჰაერო გადაღების კუთხით, მხოლოდ ჩვენთან თანამშრომლობს. აღნიშნული კომპანიების რეჟისორები, ძირითადად, არიან ევროპელები.
გარდა ამისა, ვითანამშრომლეთ გერმანელ რეჟისორ Veit Helmer-თან, მისი ფილმის ფრაგმენტები გადავიღეთ კასპში და შესაბამისად, წარმოდგენილი ვიქნებით ფილმის კრედიტებშიც. გვინდა, ეს მიმართულება განვავითაროთ. შეიძლება ჩვენ ვერ წავიდეთ საზღვარგარეთ ჩვენივე ხარჯებით, მაგრამ ვცდილობთ გავზარდოთ ადამიანური რესურსი, რათა საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე პროექტზე პარალელურად მუშაობა არ გაგვიძნელდეს. გარდა ამისა, ტექნიკურ-კვალიფიციური კუთხითაც, გვინდა მზად დავხვდეთ ნებისმიერ ადგილობრივ თუ საერთასორისო გამოწვევას. ცოტა ხნის წინ, მონაწილეობა მივიღეთ Uma2man-ის ვიდეოკლიპის გადაღებებში, რაჭაში, რომელიც სულ მალე გამოვა და რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ისეთ ქართულ სარეკლამოებთან, როგორებიც არიან: ABK, JWT Metro. Leavingstone, WINDFOR’S და ა.შ

როგორც უკვე აღვნიშნე, პარტნიორობა გვაქვს სარეკლამო კომპანიასთან – The Martini Shot, რომელთან ერთადაც გადავიღეთ სარეკლამო რგოლები ისეთ ცნობილი ბრენდებისთვის, როგორიც არის: Kinder, Nescafe, bakcell, Otkritie Bank, kiyvstar“.


Vineyardfilms
-ისა და Copter-ის კოლაბორაციის შედეგი – Renault-ის ვიდეორგოლი:

 

SPIELBERG’S WIVES-ისა და Copter-ის ერთობლივი ნამუშევარი TELE 2-სთვის:

განხილვა