25
Jul
2017

Copter Tech-ი დრონების მწარმოებელი კომპანია DJI-ს ოფიციალური დილერი გახდა

25 Jul 2017

ერთი დრონით შექმნილი კომპანია – Copter ორი წლის განმავლობაში თვითგანვითარების ხარჯზე გაიზარდა და საქართველოში საჰაერო გადაღებების მიმართულებით  ლიდერ კომპანიად ჩამოყალიბდა. ამჟამად, Copter-ის ძირითადი საქმიანობა მოიცავს როგორც საჰაერო, ასევე, ნებისმიერი სახის ფოტო-ვიდეო ფროდაქშენს. ხოლო ახლახან, კომპანიის მიზნებს ახალი მიმართულება შეემატა. მათ გადაწყვიტეს ხელი შეეწყოთ საჰაერო გადაღებების სფეროს განვითარებისთვის, მაღალი ხარისხის დრონების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით და დაიწყეს მოლაპარაკება მსოფლიოს მასშტაბით, დრონების წარმოების ინდუსტრიაში ლიდერ კომპანია DJI-სთან. შედეგად, 24 ივლისიდან, თბილისის რამდენიმე მაღაზიაში შესაძლებელია დრონებისა და მათი მოხმარებისთვის განკუთვნილი აქსესუარების შეძენა. როგორი იყო მსოფლიო დონის მწარმოებელთან შეთანხმების მიღწევის პროცესი და რომელ მაღაზიებშია დრონების შეძენა შესაძლებელი? ამ კითხვებზე მარკეტერს Copter-ის თანადამფუძნებელმა – თეონა ჩაჩუამ უპასუხა:

M: რატომ გადაწყვიტეთ DJI-სთან თანამშრომლობა? რას მოიცავს თქვენი პარტნიორობა და როგორ მიაღწიეთ შეთანხმებას?      
იქიდან გამომდინარე რომ Copter საჰაერო გადაღებებისთვის, ძირითადად, აღნიშნული ბრენდის დრონებსა და სხვა ტექნიკას იყენებს, უკვე კარგად ვიცნობთ ამ კომპანიას, დავრწმუნდით, რომ მათი პროდუქცია ხარისხიანი და რაც მთავარია – უსაფრთხოა. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებებისა და მუშაობის შედეგად, შეიქმნა Copter-ის შვილობილი კომპანია Copter Tech, რომელიც DJI- ოფიციალური დილერი გახდა საქართველოში. ეს ნამდვილად არ იყო ადვილი, რადგან საჭირო იყო DJI- სათაო ოფისის დარწმუნება ჩვენს კომპეტენციასა და შესაძლებლობებში. თუმცა, ეს ყველაფერი შევძელით და დღეს, მომხმარებელს ვთავაზობთ DJI ს სრულ პროდუქციას საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად. ასევე, Copter Tech-ს აქვს დრონების შეკეთების სერვისი, რომელის კვალიფიციური ტექნიკოსებიც იყენებენ მხოლოდ  DJI-ის ორიგინალ ნაწილებს.

M:  რა იყო თქვენი და მათი ძირითადი ინტერესები, რამაც თქვენი პარტნიორობა განაპირობა?
თანამშრომლობის სურვილი, ალბათ, ჩვენი ამ კომპანიის მიმართ ლოიალურობამ განაპირობა, რადგან ჩვენ მართლაც რომ მოგვწონს და გვეამაყება DJI-ის განვითარების მიმართულება. ის მაქსიალურად მორგებულია ადამიანების მოთხოვნაზე, ქმნის უმაღლესი ხარისხის დრონებსა და სხვა მოწყობილობებს, რითაც კიდევ უფრო გვაახლოვებს მომავალთან. DJI-ს დევიზიც სწორედ ეს არის – The Future Of Possible. ვინაიდან, საქართველო მათი მხრიდან ჯერ კიდევ აუთვისებელი ბაზარი იყო, მათთვის პრიორიტეტს წარმოადგენდა სანდო პარტნიორის მოძებნა. DJI-ის ტექნიკასთან მუშაობის დიდი გამოცდილების, მიზნების თანხვედრისა და სრული მზაობის საფუძველზე, მათ Copter Tech-თან პარტნიორობა გადაწყვიტეს.

Copter Tech Repair Service

Copter Tech-ში თქვენს დრონს მხოლოდ DJI-ის ორიგინალი ნაწილებით შეაკეთებენ! ?დრონის სრული ტექ-მომსახურება DJI-ის ოფიციალური დილერისგან საქართველოში.

Posted by Copter Tech on Dienstag, 18. Juli 2017

M: რა შესაძლებლობას უჩენს ქართველ მომხმარებელს თქვენი და DJI-ს თანამშრომლობა?
DJI-ის ოფიციალური დილერობა საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს რეალურ ფასად შევთავაზოთ ის პროდუქცია, რისი შეძენაც, აქამდე, მხოლოდ გამოწერით იყო შესაძლებელი. გამოწერა, მოგეხსენებათ, დროსთან და შესაბამის რისკებთანაა დაკავშირებული. ახლა უკვე გამოწერის საჭიროება აღარ არსებობს, რადგან იმავე ფასად, გარანტიით და რაც მთავარია ოფიციალურად, ქართველ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს DJI-ის დრონები და მათი აქსესუარები ჩვენს პარტნიორ მაღაზიებში.

M: სად შეიძლება DJI-ს პროდუქციის შეძენა?
ამ ეტაპზე პროდუქციის შეძენა შესაძლებელია „ელიტ-ელექტრონიქსისა” და „ალტაოქეის” მაღაზიებში, სადაც ნებისმიერ მყიდველს შეუძლია თავად დაათვალიეროს და გაეცნოს DJI-ის ყველაზე პოპულარულ მოდელებს.

 

განხილვა