in

საუკეთესო AI ხელსაწყოები ქოფირაითინგისთვის

ხელოვნური ინტელექტის (AI) ქოფირაითინგის ინსტრუმენტები გამოიყენება მარკეტინგული კომუნიკაციისას წერილობითი კონტენტის შესაქმნელად. ეს შეიძლება იყოს ბლოგები, პოსტები, სოციალური მედიის სიახლეები, პროდუქტის აღწერები და სხვა.

მუშაობის პრინციპი ასეთია:

1. შეგყავთ დავალება
2. ხელსაწყო იყენებს ტექნოლოგიას, რომელსაც გენერაციული AI ეწოდება, რათა დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა (როგორც წესი, რამდენიმე წამში)
3. თქვენ უზრუნველყოფთ, რომ ტექსტი აკმაყოფილებდეს ხარისხის სტანდარტებს, სანამ გამოქვეყნდება

როდესაც იყენებთ AI-ს კოპირაიტინგისთვის, შეგიძლიათ წარმოქმნათ უფრო მაღალი ხარისხის შინაარსი ნაკლები დროის განმავლობაში. და არსებობს პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შეესაბამება სხვადასხვა ბიუჯეტს, საჭიროებასა და პრეფერენციებს.

გაგაცნობთ 2024 წლის საუკეთესო AI ხელსაწყოებს ქოფირაითინგისთვის.

AI Writing Assistant

საუკეთესოა მარკეტინგული კონტენტის ფართო სპექტრისთვის. მისი ფასია $25/თვეში. აპლიკაცია მოიცავს 70-ზე მეტ ხელსაწყოს კონტენტის წერისთვის. შეგიძლიათ შექმნათ ბლოგები, სტატიები, პრეს-რელიზები, ელექტრონული ფოსტის საინფორმაციო ტექსტები, სოციალური მედიის კონტენტი, რევიუები, მეტა აღწერილობები და სხვა.

შეავსეთ მარტივი, მაგრამ სპეციალიზებული ფორმა თქვენი დავალების დეტალურად აღწერისთვის. ეს გაძლევთ მეტ კონტროლს მიღებულ კონტენტზე. ინსტრუმენტი თქვენს კონტენტს რამდენიმე წამში მოგაწვდით. ზოგიერთ შემთხვევაში კი, კონტენტის რამდენიმე ვარიანტს მიიღებთ. ასევე, შეგეძლებათ ხელით შეასწოროთ თქვენი ტექსტი და მიიღოთ სასარგებლო მეტრიკებიც კი.

ContentShake AI

ეს ხელსაწყო საუკეთესოა SEO კონტენტისთვის. ის თვის განმავლობაში $60 დაგიჯდებათ. აღწერეთ თქვენი საქმიანობა და მიუთითეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია დასაწყებად. შედეგად, ინსტრუმენტი შესაბამისი თემების ჩამონათვალს დააგენერირებს.

ასევე, შეგიძლიათ:

AI ჩატბოტს ცვლილებების შეტანა სთხოვოთ
დაამატოთ AI-ს მიერ გენერირებული სურათები ან სურათები Unsplash-დან
გადახედოთ კონკურენტების მონაცემებსJasper
დააკორექტიროთ SEO, წაკითხვადობა და საუბრის ტონი
შექმნათ სარეკლამო პოსტები სოციალური მედიისთვის
შეცვალოთ კონტენტი ხელით

Social Content AI

სასარგებლოა სოციალური მედიის კონტენტის შესაქმნელად (ფოტო/ტექსტი). თვეში $29.99 დაგიჯდებათ. Social Content AI ქმნის კონტენტს Facebook-ისთვის, Instagram-ისთვის, X-ისთვის, LinkedIn-ისთვის, Google Business Profile-ისთვის და Pinterest-ისთვის. დაამატეთ თქვენი URL და ბიზნესის აღწერა. ხელსაწყო კი დააგენერირებს კონტენტის იდეებს.

Jasper

Jasper გამოსადეგია მრავალფეროვანი მარკეტინგული კამპანიებისთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ $49 და $69 ფასიანი პაკეტებით. ხელსაწყო საშუალებას გაძლევთ რამდენიმენაირი კონტენტი შექმნათ ერთი მოკლე ბრძანებიდან.

Copy.ai

თუკი კონტენტი ბაზარზე შესასვლელად გჭირდებათ, Copy.ai პროდუქტებისა და სერვისების გაცნობითი კონტენტის შექმნაში დაგეხმარებათ. ასევე, არსებული კონტენტის სხვადასხვა მიზნებისთვისა და პლატფორმებისთვის ადაპტირებას შეძლებთ. Copy.ai-ის აქვს როგორც უფასო, ასევე, ფასიანი – $49 და $249 პაკეტები.

Rytr

გამოგადგებათ ისეთი კონტენტისთვის, რომელიც თქვენი საუბრის ტონზე უნდა იყოს მორგებული. Rytr საშუალებას გაძლევთ შექმნათ 40-ზე მეტი ტიპის კონტენტი, რომელიც შექმნილია თქვენი ბრენდის სტილში. მას აქვს უფასო და ფასიანი ($9 და $29) პაკეტები.

Writesonic

განახლებადი, კარგად გამოკვლეული კონტენტისთვისაა განკუთვნილი. აქვს უფასო და ფასიანი ($15, $20 და $99) ვერსიები. Writesonic არის AI ხელსაწყო, რომელსაც შეუძლია ინტერნეტის დათვალიერება უახლესი ინფორმაციის მისაღებად და კვლევის ჩასატარებლად.

წყარო: Semrush

რითი აჯილდოებდნენ წლების წინ ოლიმპიურ ჩემპიონებს?

www.eski.ge – პლატფორმა სოციალური მისიით