in

ქოფირაითინგული ღონისძიება Copy Break წელსაც გაიმართება

29 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების ორგანიზებით, გაიმართება ღონისძიება Copy Break – ქოფირაითინგული შესვენება.

პროექტი მიზნად ისახავს ქოფირაითინგის, როგორც მარკეტინგული და სტრატეგიული კომუნიკაციის საშუალების პოპულარიზაციას. სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები განიხილავენ, რა როლი აქვს ქოფირაითინგს სარეკლამო რგოლების იდეისა და სცენარის შემუშავების, ვებგვერდების შექმნის, ციფრული კამპანიებისა და კრეატიულ პროცესებში. მომხსენებლები დაინტრესებულ მსმენელს გაუზიარებენ წარმატებულ კამპანიებს.

  • სპიკერები
    შოთა ჩინჩალაძე – ბრენდის სტრატეგი და ბრენდის სტრატეგიის პირველი ქართული წიგნის ავტორი
  • სანდრო ციცქიშვილი – Supermarket Agency-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი
  • ეთო მერებაშვილი – მარკეტინგის სტრატეგი და მომხმარებლის ქცევის ექსპერტი. Socialsharks Georgia-ს გენერალური მენეჯერი.
  • გიორგი კვიტატიანი – Joyboy Creative Studio-ს თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი
  • ვახტანგ დავითაშვილი – McCann Tbilisi-ის ქოფირაითერი
  • სალი ნიკოლაიშვილი – არტ დირექტორი

ღონისძიების მხარდამჭერები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, „კახთა ბატონი“,
„მუსიკის სახლი“, „გიზგიზი“, „ბიბო”, „Snacky“, Bakuriani Inn, Dreamland Oasis, „Red Bull“; „Studiola Design”.

დრო: 29 მაისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

„დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა” – თიბისი – 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად

Meta-მ შექმნა ახალი აპლიკაცია Forum, რომლითაც საკუთარ ხელოვნურ ინტელექტს გამოკვებავს