ქოფირაითინგით თქვენ გაქვთ შეუზღუდავი შემოსავლის პოტენციალი იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყენებთ უნარს. თუ გსურთ თვეში დამატებით რამდენიმე ასეული დოლარის გამომუშავება თუ მრავალმილიონიანი კომპანიის შექმნა, კოპირაითინგი ამ მისიის მიღწევაში დაგეხმარებათ. ქოფირაითერების უმეტესობას აქვს სრული ავტონომია ცხოვრების წესთან დაკავშირებით, ისინი თავად ირჩევენ სამუშაო საათებსაც და იმასაც, თუ საიდან იმუშავებენ. ამ პოსტში ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა გზას, თუ როგორ შეგიძლიათ ფულის გამომუშავება ქოფირაითინგით და როგორ აირჩიოთ გზა, რომელიც საშუალებას მოგცემთ მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენი შემოსავლის პოტენციალი და შექმნათ თქვენთვის სასურველი ცხოვრების წესი.
მოდით განვიხილოთ ორი ცვლადი, რომლებიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ თქვენი, როგორც ქოფირაითერი შემოსავლის პოტენციალზე:
* თქვენი, როგორც კოპირაიტერის უნარი
* თქვენ მიერ არჩეული შესაძლებლობა
მიუხედავად იმისა, რომ ქოფირაითერული უნარების სრულყოფას წლები სჭირდება, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გაზარდოთ თქვენი შემოსავალი, თქვენი უნარების უფრო მოგებიანად გამოყენებით.
როგორ გამოიმუშაოთ ფული ქოფირაითინგით
ქვემოთ განვიხილავთ რამდენიმე გავრცელებულ შესაძლებლობას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ფულის გამომუშავებისთვის.
ბლოგის წერა
ბიზნესისთვის წარმოუდგენლად ღირებულია Google-ის ძიების სათავეში გამოჩენა. საძიებო სისტემები აფასებენ მხოლოდ შინაარსს, რომელიც პასუხობს მაძიებლის კითხვას. ამიტომ, კომპანიების უმეტესობა სიამოვნებით იხდის თანხას ფრილანსერი მწერლების დასაქირავებლად, რომლებიც შექმნიან ხარისხიან კონტენტს, შესაბამისი საკვანძო სიტყვებით.
გაყიდვების გვერდები
მეწარმეები, რომლებიც ყიდიან ონლაინ კურსებს, სასწავლო პროგრამებს, ციფრულ პროდუქტებსა და ფიზიკურ პროდუქტებსაც კი, ხშირად უშვებენ რეკლამებს გაყიდვების გვერდზე, რომელიც კონვერსიისთვისაა შექმნილი.
ეს გაყიდვების გვერდები, როგორც წესი, 500-დან რამდენიმე ათას სიტყვამდეა და ისინი ჩვეულებრივ მიჰყვებიან ამ ძირითად სტრუქტურას:
მტკივნეული წერტილი: მიუთითეთ აუდიტორიის პრობლემები ურთიერთობის გასამყარებლად.
ტკივილის წერტილზე დაჭერა: დაეყრდენით პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია მტკივნეულ წერტილებთან და ახსენით, რატომ არის ისინი მტკივნეული მკითხველისთვის.
გამოსავალი: წარმოადგინეთ პროდუქტი ან სერვისი, როგორც გამოსავალი და აჩვენეთ, როგორ ხსნის ის ამ პრობლემას.
უპირატესობები: აღწერეთ სურათი, თუ როგორ გამოიყურება ცხოვრება პროდუქტის გამოყენების შემდეგ. ეს უნდა შეესაბამებოდეს აუდიტორიის „იდეალურ სცენარს“.
სოციალური მტკიცებულება: მიაწოდეთ დასტური, რომ პროდუქტს შეუძლია დაეხმაროს მათ იდეალური სცენარის მიღწევაში.
შესთავაზეთ შესყიდვა, ფულის დაბრუნების გარანტიით – ეს არის მხოლოდ ძირითადი შაბლონი, რომელსაც გაყიდვების გვერდების უმეტესობა მიჰყვება, მაგრამ გაყიდვების გვერდის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეუძლია ქოფირაითერს დაამყაროს ურთიერთობა სამიზნე აუდიტორიასთან.
ქოფირაითინგი ვებგვერდისთვის
ვებგვერდის საწყისი გვერდი, საქმიანობის აღწერა და პროდუქტის/მომსახურების გვერდები გადამწყვეტია გაყიდვებისთვის, ამიტომ ბიზნესის უმეტესობა ხშირად ქირაობს გამოცდილ ქოფირაითერებს, რათა შექმნან დამაჯერებელი ქოფი ამ გვერდებისთვის.
სოციალური მედია Ghostwriting
B2B ბიზნესმენები აქტიურად ეძებენ აუდიტორიას Twitter-სა და LinkedIn-ზე. ბევრი მათგანი მზადაა გადაუხადოს ghostwriter-ს თანხა, რათა შექმნან მათთვის კონტენტი სოციალურ მედიაში.
იმეილ ქოფირაითერი
ისინი ბიზნესს ეხმარებიან გაყიდვების წარმოებაში, ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ელ.ფოსტის ქოფირაითინგი საწიროებს სპეციალისტს, რომელიც შექმნის ელ.ფოსტის ტექსტს, რითაც პოტენციურ მომხმარებელს დააინტერესებს, შევა კომუნიკაციაში და გაყიდვამდეც მიიყვანს. ქოფირაითერებმა იციან როგორ შექმნან ურთიერთობა მკითხველთან და მიაწოდონ ინფორმაცია. მათ შეუძლიათ A/B ტესტირება სხვადასხვა ვარიაციით.
ვიდეოსკრიპტის წერა
ესაა ვიდეოს სკრიპტების შექმნა YouTube-ისთვის ან კომპანიებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ვიდეო კონტენტი. ვიდეო სცენარის ავტორი ახერხებს დამაინტრიგებელი კვანძის შექმნას, სიუჟეტის აგებას და ისე წერას, რომ ადამიანმა ადვილად გადმოსცეს ვერბალურად. თუ კონტენტის წერა ძალიან ფორმულურად და აკადემიურად ჟღერს, ის ორგანულად არ ჟღერს ეკრანიდან და გაგიჭირდებათ კლიენტების შენარჩუნება.
თავიდან შეგიძლიათ სერვისის გარკვეული ნაწილი უფასოდ შესთავაზოთ. ასეთ დროს, თქვენი პირველი მიზანია, იპოვოთ პირველი დამკვეთი და შეასრულოთ შეკვეთა. შემდეგ, ეტაპობრივად, გამოცდილებაც მოგემატებათ და მომდევნო დამკვეთებთანაც უფრო თავდაჯერებული იქნებით. დღესდღეობით, ქოფირაითერი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროფესიაა კომპანიებისთვის, იმის მიუხედავად, რომ ციფრულ სივრცეში უამრავი AI გენერატორია ტექსტისთვის. ადამიანური გამოცდილება და ინტელექტი ბევრად უფრო ეფექტურია, AI ხელსაწყოების დახმარებით. ქოფირაითინგის სწავლა თავადაც შეგიძლიათ და უცხოური პლატფორმებით საერთაშორისო დამკვეთების პოვნაც არ გაგიჭირდებათ.
წყარო: copyblogger