in ,

როგორ დაეხმარა Minecraft ოკეანეს?! – სოციალური კამპანია მარჯნის რიფების აღსადგენად

გარდა იმისა, რომ Minecraft შემეცნებითი და მრავალფეროვანი თამაშია, მოულოდნელად, ის ოკეანის გადარჩენის საშუალებაც გახდა. კლიმატის ცვლილების, გარემოს დაბინძურების, ზღვარგადასული თევზჭერისა და სხვა პრობლემების გამო ოკეანეს თავისი გასაოცარი, მრავალფეროვანი მარჯნის რიფების მხოლოდ მცირე ნაწილი შემორჩა. ეს ის მნიშვნელოვანი S.O.S სიგნალია, რომლის უყურადღებოდ დატოვებაც არ შეიძლება. სწორედ ამიტომ, Minecraft-ის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა ექსპერტთან თანამშრომლობით, წამოიწყეს კამპანია The Coral Crafters. აქტივობის პირველ ეტაპზე, მუშაობა მექსიკიდან დაიწყო, სადაც სპეციალური ტექნოლოგიის საშუალებით, მარჯნის რიფის აღდგენისა და გავრცელების  მარტივი გზა მონახეს. კამპანიის განხორციელებაში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს, Minecraft-ში შექმნილი კონსტრუქციები კომპანიამ რეალურად ააწყო და ოკეანის ფსკერზე ჩაუშვა.

 

Apple ფერადი iPhone-ის გამოშვებას აპირებს?!

როგორ ვუხელმძღვანელოთ თანამშრომელს, რომელსაც კრიზისული პერიოდი აქვს?