ფერს ავტომატურად ხედვას კი ვუკავშირებთ, მაგრამ ასე არ ხდება Coral-ის უახლეს პროექტში, აქ უკვე მისი შეგრძნება და მოსმენაც კი შეგიძლიათ. Touching Colors-ის სენსორული კამპანია მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისთვის შექმნეს, რათა მათ ფერების ინტერპრეტაცია ტექსტურის, ხმებისა და სთორითელინგის საშუალებით შეძლონ.
აქ 70 ფერი „ქრომოპოემად“ გარდაიქმნება — პოეტური აღწერა კონკრეტული ელფერის განწყობასა და ატმოსფეროს ასახავს, ხოლო ვიზუალური რეფერენსების ნაცვლად, ემოციურ კავშირებს გვთავაზობს.
თითოეული აღწერილობა ბრაილის შრიფტითაა ხელმისაწვდომი, ასევე, არსებობს აუდიო ვერსიაც, რასაც Vox Haus-ის ფონური მუსიკა ემატება ფერის შეგრძნების გადმოსაცემად, იქნება ეს თბილი, მზით გაჯერებული ფორთოხლისფერი თუ ოკეანისფერი.
ე. წ. ქრომოპოემებთან ერთად, Coral-მა წარადგინა პალიტრა, რომელიც მხედველობა დაქვეითებულ ადამიანებზეა ადაპტირებული. ამ პალიტრის თითოეულ ბარათზე ბრაილს შეხვდებით, რათა ტაქტილური გამოცდილება შეიქმნას. შავ ფერშია წარმოდგენილი კონტრასტზე ყურადღების გასამახვილებლად და ფერებიც ძლიერი ასოციაციური მახასიათებლებით არის შერჩეული — ასე უბრალოდ ჩრდილებს კი არ ასახავს, არამედ შეგრძნებებსაც აღვიძებს.
აუდიო პროექტის მთავარი ნაწილია ფრთხილად შერჩეული ნიუანსებით, რათა ფერებთან ურთიერთობა იმერსიულ გამოცდილებად იქცეს.
აღსანიშნავია, რომ წელს ბრაზილიური საღებავების ბრენდი Coral 70 წლის ხდება, ამ კამპანიით კი ინკლუზიურობისა და სენსორული დიზაინისკენ დგამს ნაბიჯს — იმის ნაცვლად, რომ თვალისთვის ხილული ფერი შექმნას, სისტემა მას ძალიან პერსონალურ, მრავალსენსორულ გამოცდილებად აქცევს.
Touching Colors-ის კამპანიაზე Coral-მა Dorina Nowill Foundation-თან და VML Brazil-ის შემოქმედებით სააგენტოსთან ერთად იმუშავა.