in

Crocs დემნა გვასალიას სტილში – Balenciaga-ს მორიგი განსხვავებული ტრენდი

Balenciaga მოდის ინდუსტრიაში გადატრიალებებს აგრძელებს და თავისი ახალი პროდუქტით კვლავ ფართო განხილვის თემა ხდება. რაც მთავარია, ამ ყველაფერში განსაკუთრებული წვლილი მოდის სახლის ქართველ დიზაინერს, დენმა გვასალიას მიუძღვის. აქამდე საზოგადოებას არაერთხელ უნახავს დემნას უჩვეულო იდეები და განსხვავებული, ორიგინალური სილუეტები ტანსაცმელსა თუ ფეხსაცმელში. სწორედ მორიგი მსგავსი იდეის განხორციელებაა Crocs-ის ტიპის ფეხსაცმლის Balenciaga-ს ვერსია. აქამდე დაბალძირიანი, კომფორტული ფეხსაცმელი ახლა უკვე მაღალი მოდური ტრენდი გახდა, რომლის ღირებულებაც 850 დოლარს შეადგენს და რომელიც მაღაზიის თაროებზე გამოჩენისთანავე უკვალოდ გაქრა. ბევრისთვის უჩვეულო, ზოგისთვის საერთოდ მიუღებელიც, მაგრამ ფაქტია, რომ დემნა Balenciaga-ში საქმიანობით მოდის სფეროს სრულიად ახალ ტენდენციებს უმკვიდრებს.

BOG
BOG

5 გრძნობის დახმარებით ახსნილი მოგზაურობის მნიშვნელობა – Turkish Airlines-ის ვიდეორგოლი

5 საუკეთესო რეკლამა 2018 წლის სუპერთასზე!