22
Nov
2018

საქართველოში სიმინდის ზეთის წარმოება იწყება

22 Nov 2018

“საპარტნიორო ფონდის” ინფორმაციით, საქართველოში პირველად სიმინდის ზეთისა და კომბინირებული საკვების უნარჩენო წარმოება იწყება. პროექტს “საპარტნიორო ფონდი” კომპანია “ქარვა კოლხურთან” ერთად ახორციელებს. ქართულ სიმინდის ზეთს “ქარვა” ბაზარზე 2019 წლიდან ვიხილავთ. 

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

“სამეგრელოში, ხობში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქართული სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი, ზეთის მიმღები და კომბინირებული საკვების მწარმოებელი ქარხანა აშენდა. საწარმო თანამედროვე მანქანა-დანადგარებითა და ტექნიკით აღიჭურვა.”

საწყის ეტაპზე კომპანია სიმინდის ზეთით ადგილობრივ ბაზარს მოამარაგებს. ISO სერტიფიკატის აღების შემდეგ საქართველოში წარმოებული პროდუქტი ექსპორტზე გავა. კომპანიას რამდენიმე ძირითადი პროდუქტი ექნება: სიმინდის ზეთი, კოპტონი და სიმინდის გულგამოცლილი მარცვალი. პროექტის ფარგლებში, ასევე, დაარსდა მეორე კომპანია – “კოლხური”, რომელიც ადგილობრივ ბაზარს ცხოველებისთვის განკუთვნილი კომბინირებული საკვებით მოამარაგებს.

“მოხარული ვარ, რომ “საპარტნიორო ფონდის” მხარდაჭერით საქართველოში პირველად სიმინდის წარმოება იწყება. მსოფლიოში სიმინდის ზეთის წარმოება ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად მიიჩნევა. ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების მქონე, ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქტების მიმართ საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა იზრდება. სამეგრელოში დამზადებული სიმინდის ზეთი პირველად ქართულ დახლებზე გამოჩნდება. წარმოება რეგიონის შემოსავლების მატებას და დასაქმებას შეუწყობს ხელს. დასავლეთ საქართველოში ამ საწარმოს არსებობა გლეხებისა და ფერმერებისთვის სიმინდის საკულტივაციოდ დამატებითი სტიმული გახდება.” – განაცხადა “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

განხილვა