in

Cornetto-ს რეკლამის გმირებს ერთმანეთი მართლა შეუყვარდათ

ნაყინის ბრენდმა “კორნეტომ”, გადაწყვიტა რეკლამაში გადაეღო მსახიობები, რომლებსაც სიყვარულის თამაში კი არ მოუწევდათ, არამედ, მართლაც ეყვარებოდათ ერთმანეთი. წყვილის შესარჩევად, გამოცხადდა ქასთინგი, რომლის მონაწილეებს რამდენიმე კითხვაზე სთხოვდნენ პასუხს. ქასთინგიდან შეარჩიეს გოგო და ბიჭი, მათი პასუხების დამთხვევიდან გამომდინარე ჩათვალეს, რომ ერთმანეთი მოეწონებოდათ. გადაღების დღეც დადგა. მათ მისცეს დრო გადაღებისთვის მოსამზადებლად და ერთმანეთის უკეთ გასაცნობად. დღის ბოლოს, გადაღებისას, მათ შორის ნამდვილი მიზიდულობა იგრძნობოდა. კამპანია “კორნეტოს” 60 წლის იუბილეს მიეძღვნა და მასზე სააგენტომ LOLA MullenLowe იმუშავა.

BOG

ქართული აპლიკაცია, რომელიც თქვენს ფოტოს ხელოვნების ნიმუშად აქცევს

თბილისში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური საწარმო გაიხსნა