in

Corona საუკუნის იუბილეს 100 წლის ადამიანებთან ერთად აღნიშნავს

წელს Corona 100 წლის გახდა — საკულტო ბრენდი, რომელიც უკვე საუკუნეა სანაპიროების, ბუნებისა და განტვირთვის სინონიმად გვევლინება. მთელი ამ ხნის მანძილზე This is Living-ის სულისკვეთებით ცხოვრობდა, შთააგონებდა ადამიანებს, გამოთიშოდნენ ყოველდღიურ რუტინებს, დაკავშირებოდნენ ბუნებასა და ერთმანეთს… ახლა კი Corona 100-ის პლატფორმის ფარგლებში, ბრენდი ახალ 100 Years of Living-ის კამპანიას გვაცნობს რეალური ადამიანებით, რომლებიც უკვე მიუახლოვდნენ ან არიან 100 წლის. 

M2

მარია ეუგენია 88 წლის მოცურავეა მექსიკიდან, რამირო კი 103 წლის მხედარი კოსტა-რიკადან, აქვე გაიცნობთ პოჩის, რომელსაც 94 წელი შეუსრულდა, ფოტოგრაფი და მსახიობია არგენტინიდან: 

„ახალი საიუბილეო კამპანია „კორონას გზის“ გამოხატვაა, ცხოვრების, რომელიც ბუნებას, დასვენებასა და სუფთა ჰაერზე კარგად გატარებულ დროს ეფუძნება. ამ ფილმით პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ათწლეულების მანძილზე ცხოვრების ამ წესს იზიარებდნენ. მათი ისტორიები მილიონობით ადამიანს შთააგონებს მთელ მსოფლიოში, რომელთათვისაც სახლის შეგრძენას ბუნებაში ყოფნა ბადებს კორონათ ხელში“, — ამბობს რიჩარდ ოპი, AB InBev-ის პრეზიდენტი.

კამპანიაზე We Believers-ის შემოქმედებითმა სააგენტომ იმუშავა. 

შესაძლოა, მომავალში შვილი ჰუმანოიდმა რობოტმა გაგიჩინოთ — სუროგატი დედების ალტერნატივა 

Miami Ad School-ის პროგრამები AI-ის მიმართულებით – როგორ გარდაიქმნება განათლების ინდუსტრია