„მზით სავსე“ რეკლამით, „კორონამ“, D ვიტამინით გაჟღენთილი, ახალი, უალკოჰოლო ლუდი წარადგინა. კადრები მზიან სანაპიროზეა გადაღებული, თუმცა, ამჯერად, ცივი „Sunbrew“-ით ხელში. ნაჩვენებია, თუ როგორ ურთიერთობენ და ისვენებენ ადამიანები სანაპიროზე, როგორ ერთობიან ზღვის ტალღებსა და მზიან ამინდში.
Stop-Motion ანიმაციის კრეატიული ტექნიკით, ნამდვილ კადრებზე ლაქებია გამოსახული. მიზანი რეკლამის კადრების, მაყურებლის მიერ გადაღებულ ფოტოებთან, მიმსგავსება იყო.
„როგორც ბრენდი „კორონა“ სანაპიროზე დაიბადა, ამიტომ ყველაფერში, რასაც აკეთებს ღია სივრცეს რთავს, რადგან აქ სწამთ, რომ ადამიანები საუკეთესოდ სწორედ გარეთ ურთიერთობენ. მზის შეგრძნება არის ერთ-ერთი რამ, რაც ადამიანებს გარეთ ყველაზე მეტად უყვართ, Corona კი ყოველთვის ინოვაციურია და მათ ამ გრძნობას ახსენებს, ნებისმიერ დროს ადამიანებს ბუნებასთან დაკავშირებაში ეხმარება“ – თქვა ფელიპე ემბრამ, Corona-ს გლობალურმა ვიცე-პრეზიდენტმა.
„კორონას“ კამპანია, მთელ მსოფლიოში, ალკოჰოლის მავნე მოხმარების შემცირებასა და პრევენციას ეხმარება. კამპანიაზე „მზე, ნებისმიერ დროს“ სარეკლამო სააგენტო David-მა იმუშავა.