ბევრი რეკლამის მთავარი პრინციპი ის არის, რომ მის ცენტრში თავად პროდუქტი მოექცეს. თუმცა არის ისეთი მიდგომაც, როდესაც კონკრეტული პროდუქციის რეკლამირება ირიბი სიუჟეტით ხდება… დაახლოებით ასეთია Corona-ს ახალი კამპანიაც, რომლის ფარგლებშიც ბრენდმა, გადამუშავების წახალისების თვალსაზრისით, პოსტერებიდან ლუდის ბოთლი წაშალა.
David São Paulo-სა და David Bogotá-ს ერთობლივი მუშაობით, რამდენიმე პოსტერი შეიქმნა. თითოეული მათგანი ბუნებას, მზეს, ზღვასა და სანაპიროს ასახავს — თითქოს, იდეალური გარემოა ცივი ლუდის ქილის გასახსნელად, მაგრამ ის არსად ჩანს.
სლოგანით „We returned the bottle of this ad. Return yours“, ბრენდი მომხმარებლებს მოუწოდებს, გარემოზე ზრუნვა ამ ელემენტარული ნაბიჯით გამოხატონ — გადაამუშაონ გამოყენებული ბოთლები და ასე შეუწყონ ხელი მდგრად განვითარებას. ამიტომაცაა პოსტერებში ქილები „გამქრალი“… ეს სიმბოლურად მიანიშნებს, რომ ლუდის დალევის შემდეგ, ყოველი მათგანი უნდა გადამუშავდეს.