in

როგორ შეცვალა პანდემიამ ჩვენი კვების ჩვევები? – ვიზუალური პროექტი “Corona Food Habits”

დიზაინერებმა პროექტისთვის საკუთარი კვლევა და ინსტაგრამ გვერდების გამოკითხვები გამოიყენეს

რამდენი თქვენგანი დაფიქრებულა, როგორ იმოქმედა კორონავირუსის პანდემიამ ჩვენი კვების რაციონსა და ჩვევებზე? დიზაინერებმა ბრინი ფეტციმ და ლიზა ლანგმანტელმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რვა ნატურმორტული ფოტოსურათით სცადეს.

“ჩვენთვის, როგორც დიზაინერებისთვის, სოციალურ და კულტურულ ტენდენციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როდესაც მთელი სოციალური მედია მაწვნისა და ბანანის პურის რეცეპტებმა მოიცვა, დავფიქრდით, როგორ შეცვალა ამ გარემოებამ ჩვენი კვებასთან დაკავშირებული სურვილები და ჩვევები”.

დიზაინერებმა პროექტისთვის საკუთარი კვლევა და ინსტაგრამ გვერდების გამოკითხვები გამოიყენეს. მათ მიღებული შედეგები 8 საკვებამდე შეამცირეს და ამ მონაცემების ხელოვნების პროექტად გარდასაქმნელად ფოტოგრაფი ანჟელა ლამპერტიხი დაიხმარეს.

1. საფუარის პური 

2. სახლში მომზადება

სახლის სამზარეულოში ფუსფუსი ერთ-ერთ საყვარელ თავშესაქცევად იქცა. თითქოს, ყველას გამოუჩნდა თავისუფალი დრო იმისათვის, სხვადასხვა კულინარიული რეცეპტები ახალ გამოწვევებად ექცია. ვინ იცის, იქნებ ეს ერთგვარ ტრენდადაც იქცა? – საჭმლის მომზადება და ფოტოს ინსტაგრამზე ატვირთვა…

3. საჭმელი, რომელსაც სიამოვნებით მიირთმევენ: პასტა

ზოგიერთმა ადამიანმა უფრო მეტი დრო დაუთმო ტრენინგებს, დაბალანსებულ დიეტას, ვარჯიშს და სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებას. ზოგი ჩვენგანისთვის კი, დღეში რამდენიმე კერძის მომზადება გამოწვევა იყო და როდესაც 24 საათი ყველაფერს არ ჰყოფნიდა, ხშირად უფრო მარტივ გამოსავალსაც ვამჯობინებდით.

4. ჯანსაღი კვება

5. ადგილობრივი საკვები 

6. ხემსი 

ვინმეს წარმოუდგენია პანდემიის, სახლში გამოკეტილი ყოველდღიურობის ხემსის გარეშე გადატანა?!

7. შინ წასაღები საკვები

ამ შემთხვევაში დიზაინერებმა მონოქრომული ფერები გამოიყენეს, რათა ყოველდღიურობის ერთფეროვნება გამოეხატათ.

8. Zoom-ში დალევა

ალბათ, ამ შემთხვევაში ყველაფერი ცხადია… ვინ იცის, რამდენმა ადამიანმა აღნიშნა დაბადების დღე Zoom-ის ეკრანებს მიღმა?

„ბრიტანული უნივერსიტეტი“, წელს, პირველ ნაკადს მიიღებს

„ადამიანი არის ენა“… – ნახეთ, საქართველოს ბანკის ვიდეორგოლი დედაენის დღესთან დაკავშირებით