in

„დატკბით ოქროს მომენტებით“ — Corona ოლიმპიადისთვის ახალ კამპანიას იწყებს

ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ლუდის საერთაშორისო სპონსორმა ახალი პლატფორმა წარადგინა, რითაც თამაშების ოქროს მომენტების აღნიშვნა სურს და მსოფლიოსთვის იმის შეხსენებაც, რომ ცხოვრების მნიშვნელოვანი წუთებით უნდა ისიამოვნონ. ეს კი Corona Cero-ს უალკოჰოლო სასმელების ბრენდისგან პირველი ქმედებაა მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დაასახელეს პირველ სპონსორად.

BOG

ოქროს მომენტების მომსწრენი ვხდებით როგორც ოლიმპიური თამაშების დროს, ისე რეალურ ცხოვრებაშიც. ჩვენ გვინდა, ხაზი გავუსვათ ამ არსებით გრძნობას, რომელიც ყველას შეუძლია განიცადოს. გვსურს, წავახალისოთ მსოფლიო, თავადაც შეიგრძნონ საკუთარი ოქროს მომენტები, — აცხადებს გაბრიელ შმიდტი, Grey-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი. 

ამგვარად, კორონა იწვევს მსოფლიოს, ხელახლა დაუკავშირდნენ ბუნებას, აღნიშნონ ცხოვრების დიდი თუ პატარა მომენტები და გააერთიანონ ადამიანები მათ ირგვლივ. რეკორდების დამყარებიდან დაწყებული, მშვენიერ მზის ჩასვლამდე, აქ ყველა მნიშვნელოვან მომენტს შეახსენებენ ადამიანებს, რომლითაც ყოველდღიურობით ტკბობა შეუძლიათ. რაღა თქმა უნდა, კამპანიაში ოლიმპიელების ოქროს მომენტებიცაა ასახული. Rio 2016-დან და Tokyo 2020-დან პარალელებსაც კი გვთავაზობენ, რითაც ოქროს მომენტების ანალოგებს ქმნიან და გვეუბნებიან, რომ სიამოვნების მიღება ყველას შეუძლია. 

For Every Golden Moment-ის პლატფორმასა და კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო Grey-მ იმუშავა.

ახალი Toyota Land Cruiser Prado „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმში წარადგინა

იტალიური მემკვიდრეობა ვერმუტის დიზაინსა და ილუსტრაციებში გადმოიტანეს