„კორონამ“, ოკეანეზე ზრუნვისთვის, მომხმარებელთა წახალისება გადაწყვიტა – ლუდის საფასურს ისინი პლასტმასას ნარჩენებით „გადაიხდიან“.

8 ივნისს ოკეანის მსოფლიო დღეა. „კორონა“, ამ მოვლენასთან დაკავშირებით, გლობალურ კამპანიას იწყებს – ბრენდი, ერთი კვირის განმავლობაში, გაყიდვების კლასიკურ ფორმაზე უარს ამბობს – 8 ივნისიდან, თითოეული ბოთლი ლუდის ფასი ქალაქებსა და სანაპიროებზე დაყრილი პლასტმასას ნარჩენები იქნება. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს არის ერთ-ერთი გზა, მოსახლეობა წაახალისონ და მოტივაცია მისცენ, რომ მათ ოკეანეებზე იზრუნონ.
გამოცემა Adweek-ის ინფორმაციით, ნარჩენებს ბრენდი სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ, სპეციალურ ქარხნებს მიაწვდის, რომლებიც ნედლეულს უკვე ხელახალი გამოყენებისთვის გადაამუშავებს.

კამპანია „გადაიხადე პლასტმასას ნარჩენით“ სააგენტო Wieden + Kennedy Amsterdam-ს რომელიც „კორონას“ სხვა საზაფხულო აქტივობების ავტორიცაა. მათ შორის არის ლუდის შეზღუდული რაოდენობის სერია, ეკოლოგიური შეფუთვით. თითოეულ ამ შენაძენზე, მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, ოკეანისა და ზღვის სანაპიროს 1 კვ/მ დაასუფთავოს. ამის შესახებ მოწოდება შეფუთვაზეა დატანილი. პროექტზე „კორონა“ ორგანიზაცია Parley for the Oceans-თან ერთად მუშაობს. ამ შეფუთვით ლუდი, 2019 წლის ივნისიდან – აგვისტოს ბოლომდე, მსოფლიოს 10 ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში, იტალიაში, ბრაზილიაში, ამერიკაში, კანადაში გაიყიდება.
საქართველოში ლუდი „კორონა“, ლუდსახარშ „ნატახტარს“ 2019 წლის გაზაფხულიდან შემოაქვს.












