in

პლაჟი, როგორც გონების მდგომარეობა — პედრო პასკალი Corona-ს რეკლამაში

Emmy-ზე ნომინირებული მსახიობი პედრო პასკალი Corona-ს ბრენდის ელჩის გახდა. როგორც ჩანს, ჩილეში დაბადებული ვარსკვლავის ტემპერამენტი ზუსტად შეესაბამება ხალისიანი იდენტობის მქონე ლუდის ბრენდს, რაც სადებიუტო რეკლამაშიც იკვეთება. მსახიობი ყველანაირად პოზიტიურობას გამოხატავს და ერთგვარი „მაგნიტური“ ხიბლი აქვს — შესაბამისად, ფართო აუდიტორიისთვის ქმნის რეზონანსს.

BOG

ვიდეორგოლი, სახელწოდებით La Vida Más Fina მთავარ პერსონაჟად ცნობისმოყვარე პასკალს წარმოგვიდგენს. სიუჟეტის დასაწყისიდანვე ხვდება, რომ პლაჟი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ადგილმდებარეობა — სანაცვლოდ, ეს გონების მდგომარეობაა…

მთლიანობაში, პასკალის დადებითი ემოციები და ქცევა იდეალურად ემთხვევა ბრენდის იმიჯს, რაც ლუდის მირთმევის მარტივ სიამოვნებას კარგი ცხოვრების სინონიმად აქცევს.

„ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მაშინაა ადამიანი, როდესაც იგი თავისუფალია“ – დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი სოკარის ვიდეორგოლი

Spotlight Tech-ის მხარდამჭერია „ლუტეცია“