in

კორონავირუსის პრევენცია ოფისებში

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სასურველია, ოფისებში ე.წ. დეზინფექტორები იყოს, სამუშაო სივრცე კი ხშირი, მათ შორის, სველი წესით დასუფთავდეს.

„ჩვენთან, ყველა სართულზე დგას ხელების დასაბანი და ხელის დასამუშავებელი სპირტიანი ე.წ დეზინფექტორები. ასევე სასურველია გქონდეთ ყველა სართულზე სანიტაიზერები – მათი გამოყენებით რაც შეიძლება ხშირად დაიმუშავეთ ხელები. [გარდა ამისა], ხშირად სველი წესით დაალაგეთ მაგიდები,“- ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ipn-თან საუბრისას.

მისივე თქმით, ოფისები, სადაც ბევრი ადამიანი ერთ სივრცეში მუშაობს, სასურველია, ხშირად განიავდეს.

ამ დროისთვის, საქართველოში, კორონავირუსის 2 შემთხვევაა დაფიქსირებული.

აქვე შეგახსენებთ, არ დაგავიწყდეთ, რაც შეიძლება ხშირად დაიბანოთ ხელები და სახე საპნით და თბილი, გამდინარე წყლით, ასევე შეასრულოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სხვა რეკომენდაციები.

კორონავირუსის სამლოცველო – ექიმების მურალები ფრესკების ნაცვლად

„ევროპაბეთი“ – პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელი