სრულიად მართლები ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ გარეთ ყოფნისას მობილურის ელემენტის დაცლა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მომენტია… ამის გათვალისწინებით, მექსიკურმა ბრენდმა Corona, შექმნა მაცივარი, რომელიც მომაკვდავი ტელეფონის სტრესს ლუდის დასამშვიდებელ ჭიქად აქცევს.
Corona Recharge არის Wieden+Kennedy Portland-ისა და კანადური კრეატიული გუნდის, ThinkingBox-ის თანამშრომლობა, რომელიც იყენებს მანქანური სწავლის მოდელს, რათა ბატარეის საერთო მაჩვენებლის სხვადასხვა მდგომარეობა და ვერსია ამოიცნოს. როდესაც ის აღმოაჩენს, რომ ელემენტის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან დაბალ დონეზეა (10%-ზე ნაკლები), ავტომატურად გააღებს მაცივრის კარს.
იმის საჩვენებლად, თუ როგორ მუშაობს მაცივარი რეალურად, გუნდმა დოკუმენტური ფილმიც კი გამოუშვა. ამ ეტაპზე კამპანია იტალიაში იმართება.