in

კორონავირუსის სამლოცველო – ექიმების მურალები ფრესკების ნაცვლად

არტისტებისთვის მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური მოვლენები არაერთხელ გამხდარა ინსპირაციის წყარო და ამ შემთხვევაში, არც შანხაიში დაბადებული და ლოს ანჯელესში დაფუძნებული გრაფიკული დიზაინერი, დუი ჰანი აღმოჩნდა გამონაკლისი.

„წმინდანებს თეთრი სამოსი აცვიათ“ – ამ სახელწოდებით, არტისტმა ილუსტრაციები შექმნა და ისინი კორონავირუსთან მებძროლ ექიმებს მიუძღვნა – მათ, პაციენტების გადასარჩენად, თავიანთ სიცოცხლეს რომ სწირავენ.

ნამუშევრებში ჰუბეის პროვინციაში არსებული ისტორიული ეკლესია გარდაქმნილია კორონავირუსის სამლოცველოდ, რომლის კედლებზეც, ფრესკების ნაცვლად, დამცავ სკაფანდრში ჩაცმული ექიმების მურალებია წარმოდგენილი.

ჰუბეის პროვინცია შემთხვევით არაა შერჩეული. კორონავირუსის ეპიდემია სწორედ აქედან დაიწყო.

გადავდოთ თუ არა საზღვარგარეთ მოგზაურობა კორონავირუსის გამო?

კორონავირუსის პრევენცია ოფისებში