7
Feb
2020

თერმული დრონები – კორონავირუსის სიმპტომების დადგენა ციდან

7 Feb 2020

veon
veon


უკვე საკმაო ხანია, რაც დრონებს არამხოლოდ ვიდეოგადაღების მიზნით იყენებენ. გვინახავს ხანძართან მებრძოლი, მაშველი თუ ისეთი დრონებიც, რომლებიც ადგილზე სწრაფ მიტანას უზრუნველყოფენ. თუმცა, ალბათ რთული წარმოსადგენი იყო, ამა თუ იმ დაავადების სიმპტომების განსასაზღვრად მათ თუ გამოიყენებდნენ. კორონავირუსის სიმპტომების დადგენის მიზნით, ჩინეთში დრონები სხვადასხვა სოფელში დაფრინავენ და ადამიანებს „აკვირდებიან“. დრონი აღჭურვილია თერმული ხედვის ტექნოლოგიით, რისი დახმარებითაც კონკრეტული ადამიანის სხეულის ტემპერატურის აღქმა შეუძლია. დრონებს მხოლოდ სიცხის „გაზომვის“ ფუნქცია როდი აქვს, მათი დახმარებით, სპეციალური დინამიკებით, სოფლის მაცხოვრებლებს ხმოვან ინფორმაციასაც აწვდიან.

თერმული დრონების უკან კომპანია Fuxin დგას. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზე, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად ორგვარ დრონებს იყენებენ – თერმულებს ინფორმაციის მიღებისთვის, ანუ სოფლის მაცხოვრებლების ტემპერატურის „გასაზომად“. ხოლო მეორე სახის დრონებს, რომლებიც აუდიო სისტემებითაა აღჭურვილი, კორონავირუსთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის გასავრცელებლად.

განხილვა