დროშები კომუნიკაციის ერთ-ერთ უძველეს ფორმას წარმოადგენს და ისინი დღესაც კი გამოიყენება საზღვაო ფლოტების მიერ მთელ მსოფლიოში. ეს ფერადი სიმბოლოები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზღვაზე მნიშვნელოვანი შეტყობინებებისა თუ ინსტრუქციების გადასაცემად. ამ ამბავს კი იმიტომ გიყვებით, რომ Corpen Gin-ის სახელიც ერთი ამგვარი საზღვაო დროშიდან მომდინარეობს, დროშიდან, რომელიც მიმართულების ცვლილებაზე მიგვითითებს.
როცა გემების ფლოტი მოძრაობაშია, წამყვანი გემი Corpen-ის დროშას მაღლა სწევს, რათა სხვებს კურსის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ შეატყობინოს. ეს პრაქტიკა კი როგორც ფლოტის უსაფრთხოებასა და მათ კოორდინირებულ მოძრაობას ემსახურება, ისე ძლიერ მეტაფორას წარმოადგენს Corpen Gin-ის დისტილერიის დასაარსებლად. ყოველი შემთხვევისთვის, თავად ასე ჩათვალეს მართებულად…
საინტერესოა, რომ ამ ჯინის ავტორი ამერიკის საზღვაო ფლოტში ოფიცრად მსახურობდა, თუმცა ცხოვრებისეულმა მომენტებმა აიძულა, ცხოვრების კურსი შეეცვალა და თავისი უნიკალური სულისკვეთება ბარსელონის ცოცხალ ქალაქამდე მიეტანა. ამგვარად, Corpen Gin-ის ლიმიტირებული გამოშვების სასმელი პატივს მიაგებს ყველა ინდივიდს, რომელმაც ცხოვრებისეული ცვლილებები მიიღო, ახალ გამოწვევებს გაუმკლავდა და შესაძლებლობებიც დაინახა მასში.
მაშასადამე, ტრანსფორმაციისა და მიმართულების თემაა სწორედ იმის საფუძველი, რის გამოც Corpen Gin-ის საკომუნიკაციო სტრატეგიის ცენტრალურ ნაწილად დროშის ნიშნული იქცა. სწორედ მას დაევალა ბრენდის ამბის მოყოლა და არსებული განზრახვის გაზიარება მომხმარებლისთვის. თუმცა გზავნილი მეტად ეფექტური რომ ყოფილიყო, გადაწყვიტეს, ტრადიციულად, ეტიკეტის შუაში კი არ მოექციათ იგი, არამედ ბოთლის თავზე, რათა ზღვაში მყოფი გემის შთაბეჭდილება შეექმნათ, რომელიც ამაყად წარმოადგენს თავის დროშას… დანარჩენი თავად შეაფასეთ: