in

დაზღვევის 24 წლიანი გამოცდილება ახალი ბრენდინგით – „კორპო“ – რეალური კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა „ჯიპიაი ჰოლდინგისგან“

თანამედროვე ბიზნეს გარემოში ადამიანური კაპიტალი უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე. კომპანიების წარმატება სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული კვალიფიციური ტალანტების მოზიდვასა და შენარჩუნებაზე, რაც დღევანდელი კონკურენტული შრომის ბაზრის პირობებში ნამდვილ გამოწვევად იქცა. ამ რეალობაში, თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა აღარ არის მხოლოდ დამატებითი ბენეფიტი – ის ჩამოყალიბდა სტრატეგიულ ინვესტიციად, რომელიც პირდაპირ აისახება ბიზნესის მდგრად განვითარებაზე, პროდუქტიულობასა და საბოლოო შედეგებზე. კვლევები აჩვენებს, რომ თანამშრომლები, რომლებიც გრძნობენ, რომ ორგანიზაცია ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე, ავლენენ მაღალ ლოიალობას, ნაკლებად განიცდიან პროფესიულ გადაწვას და აჩვენებენ უკეთეს შედეგებს. გარდა ამისა, ხარისხიანი სამედიცინო დაზღვევა ამცირებს სამუშაოს გაცდენის დღეების რაოდენობას და ზრდის თანამშრომელთა ზოგად კმაყოფილებას.

სწორედ ამ მიზნით, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ წარმოადგენს კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის განახლებულ პროგრამას – „კორპოს“. კომპანია, რომელიც 24 წლის განმავლობაში ემსახურება ათასობით ქართულ ორგანიზაციას და ამჟამად 250,000-ზე მეტი დასაქმებულის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, ახალი კონცეფციითა და გზავნილით ესაუბრება კორპორაციული დაზღვევის სეგმენტს – ჯანმრთელი თანამშრომელი ნიშნავს ჯანმრთელ ორგანიზაციას. ბრენდის მიზანია, შეცვალოს კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის კულტურა საქართველოში და გახდეს ორგანიზაციების უძლიერესი პარტნიორი თანამშრომლებზე ზრუნვის გზაზე. ამ თემებსა და „კორპოს“ შეთავაზებაზე ვრცლად „ჯიპიაი ჰოლდინგის“ HR დირექტორი ნინო ხაჭაპურიძე გვესაუბრება.

M: რა მთავარ გამოწვევებს ხედავთ სადაზღვევო ბაზარზე და როგორ პასუხობს „კორპო“ ამ გამოწვევებს?

სადაზღვევო ბაზარი დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. უპირველესად, მრავალ ორგანიზაციას ჯერ კიდევ არ აქვს სრულად გააზრებული, რამდენად კრიტიკულია თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა ბიზნესის გრძელვადიანი მდგრადობისთვის. პარალელურად, მომხმარებელთა მოლოდინები სწრაფად ტრანსფორმირდება – თანამედროვე ორგანიზაციების თანამშრომლები მოითხოვენ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სადაზღვევო პაკეტებს, პერსონალიზებულ პირობებს და მოქნილ, ციფრულ მომსახურებას, რომელიც დროს დაუზოგავს. კომპანიები კი ეძებენ ისეთ სადაზღვევო პარტნიორს, რომელიც მათი და თანამშრომლების უნიკალურ მახასიათებლებს გაითვალისწინებს.

„კორპო“ სწორედ ამ მზარდ მოთხოვნებზე პასუხია – ეს არის კარგად ნაცნობი ჯიპიაის ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა, რომლის მეშვეობითაც 24 წლის განმავლობაში ათასობით ქართულ კომპანიას ვემსახურებით. ამ პერიოდში დაგროვილი უნიკალური გამოცდილება და დანერგილი ინოვაციები გვაძლევს შესაძლებლობას, მუდმივად ვაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტი და მომსახურების ხარისხი.

ახალი სახელის შემოღებით გვსურდა, ამ გამოცდილებისა და ემოციური კავშირებისთვის ერთიანი, მკაფიო იდენტობა შეგვექმნა, პროდუქტის უპირატესობები უფრო ნათლად წარმოგვეჩინა და ჩვენი ღირებულებითი შეთავაზება ეფექტურად მიგვეტანა როგორც არსებულ, ისე პოტენციურ კლიენტებამდე. „კორპო“ არის რეალური დაზღვევა, რომელიც ორგანიზაციებს აძლევს საშუალებას ეფექტურად იზრუნონ თანამშრომლებზე, უზრუნველყონ მათი ჯანმრთელობა, სტაბილურობა და განვითარება.

M: რა ცვლილებები განხორციელდა რებრენდინგის ფარგლებში და რა უპირატესობებს სთავაზობთ კომპანიებს ახალი პროდუქტით?

„კორპო“ ჩვენთვის წარმოადგენს 24 წლის გამოცდილებისა და დაგროვილი ცოდნის თანამედროვე გამოხატულებას, ერთიან იდენტობას ყველა იმ სერვისისთვის, რასაც ამ წლების განმავლობაში ვქმნიდით. რებრენდინგი საშუალებას გვაძლევს, უფრო მკაფიოდ წარმოვაჩინოთ ჩვენი განმასხვავებელი მახასიათებლები და ის რეალური სარგებელი, რომელსაც ჩვენი კლიენტები იღებენ. ყველაფერი, რაც მანამდე ცალკეულ სერვისებად იყო წარმოდგენილი, ახლა ერთ მთლიან, ძლიერ ბრენდში გაერთიანდა, სადაც თანამშრომლებზე ზრუნვა, მომსახურების უმაღლესი ხარისხი და ინოვაციური მიდგომები თანაბრად პრიორიტეტულია.

ძირითადი უპირატესობები, რომლებსაც ჩვენი განახლებული ბრენდი გთავაზობთ, მოიცავს:

  • მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც გვაძლევს უნარს, თითოეული კომპანიისთვის შევქმნათ მათ რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული, ინდივიდუალური პირობები. ზედმიწევნით ვიცნობთ სხვადასხვა ტიპისა და ზომის ორგანიზაციების სპეციფიკურ მოთხოვნებს და არ ვიყენებთ „ერთი ზომის“ უნივერსალურ პირობებს ან პრემიას.
  • პირველადი ჯანდაცვის სისტემა, როგორც დაზღვევის არსებითი კომპონენტი კლინიკა „კურაციოს“ სახით. მაღალკვალიფიციური პირადი ექიმებისა და პედიატრების პროფესიონალური გუნდი თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც შეასრულებენ არა მხოლოდ პროცედურულ, არამედ სრულფასოვან კლინიკურ ფუნქციას – ეფექტურად აკავშირებენ პაციენტს სამედიცინო სისტემასთან, რათა მან მიიღოს ოპტიმალური და შედეგზე ორიენტირებული სამედიცინო დახმარება.
  • თანამედროვე ციფრული სისტემები – სრული ციკლის ელექტრონული სერვისები, რომლებიც მოიცავს დაზღვევით სარგებლობის ყველა ეტაპს (მიმართვის მოთხოვნიდან საგარანტიო წერილის მიღებამდე). ჩვენი განახლებული აპლიკაცია მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებელზე, გამოირჩევა ინტუიციური სიმარტივით და მომსახურების სისწრაფით. პარალელურად, ფუნქციონირებს 24/7 მხარდაჭერის სერვისი, სადაც დაზღვეულებს სამედიცინო განათლების მქონე გამოცდილი მენეჯერები ეხმარებიან.
  • არჩევანის თავისუფლება – საქართველოს მასშტაბით, 100-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია მომსახურების მიღება მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, ისე, რომ დაზღვეული სარგებლობს თანაგადახდის სისტემით და უმეტეს შემთხვევაში არაფერს იხდის.
  • რეალურ საჭიროებებზე მორგებული პირობები: მაღალი ლიმიტები, რომლებიც ეფექტურად დაგეხმარებათ კრიტიკულ მომენტებში – სერიოზული სამედიცინო შემთხვევების დროს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. „კორპოში” ინტეგრირებულია პირდაპირი წვდომა ევროპელ სპეციალისტებთან (ქართულენოვანი საერთაშორისო პლატფორმა DIAGNOSE.ME-ის მეშვეობით) და საერთაშორისო კონსილიუმთან რთული ონკოლოგიური დიაგნოზების შემთხვევაში.

M: როგორ შეცვალა განახლებულმა აპლიკაციამ და ციფრულმა სერვისებმა მომხმარებლის გამოცდილება და რა ინოვაციები დანერგეთ ამ მიმართულებით?

როგორც ცნობილია, ჯიპიაი გახლდათ პირველი ქართული სადაზღვევო კომპანია, რომელმაც 2016 წელს ონლაინ ანაზღაურების თანამედროვე სისტემები დანერგა. დღემდე სიამაყით ვაღნიშნავთ, რომ სწორედ ჩვენ ვიყავით ამ სფეროში ინოვაციების პიონერები. ეს ნაბიჯი გარდამტეხი აღმოჩნდა არა მხოლოდ ჯიპიაისთვის, არამედ მთლიანად ქართული სადაზღვევო ინდუსტრიისთვის. ჩვენმა ინოვაციურმა მიდგომამ სრულად შეცვალა მომხმარებლის გამოცდილება – მათ აღარ სჭირდებათ ასანაზღაურებელი დოკუმენტებით სადაზღვევო ოფისებში სიარული და შეუძლიათ მარტივად, სახლიდან გაუსვლელად ისარგებლონ საჭირო სერვისებით.

წლიდან წლამდე ვაუმჯობესებთ ჩვენს პროცესებს და 2020 წლიდან უკვე სრული სპექტრის სადაზღვევო მომსახურების მიღებაა შესაძლებელი ონლაინ სივრცეში – მიმართვის მოთხოვნა, ანაზღაურება, ექიმთან ჩაწერა და საგარანტიო წერილის გამოთხოვა. მიმდინარე წელს, სრულიად განვაახლეთ ჩვენი აპლიკაცია, რომელიც გახდა კიდევ უფრო თანამედროვე, ინტუიციურად მარტივი და სწრაფი. ფუნქციონალს დაემატა კურაციოში არა მხოლოდ ოჯახის ექიმთან, არამედ ნებისმიერ სპეციალისტთან და სხვადასხვა ტიპის კვლევებზე ჩაწერის შესაძლებლობა. ასევე, დაინერგა ინოვაციური ფუნქცია – ჩაწერის დღისა და დროის კალენდარში ავტომატური დანიშვნა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვრეაგირებთ მომხმარებლების მოთხოვნებზე, არამედ პროაქტიულად ვნერგავთ სიახლეებს და ვთავაზობთ ბაზარს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, როგორც ტექნოლოგიურ, ისე მომსახურების სფეროში. მონაცემთა დამუშავების ავტომატიზაცია და პროცესების ციფრული ტრანსფორმაცია თითქმის ათი წლის წინ დავიწყეთ და დღეს, უკვე მანქანური სწავლების თანამედროვე მოდელებს ვიყენებთ ოპერაციების 80%-ში, რაც მომსახურების სისწრაფეს, სიზუსტესა და სიმარტივეს უზრუნველყოფს.

M: რას გულისხმობს „რეალური დაზღვევა“, როგორ მუშაობს განახლებული სისტემა პრაქტიკაში და რა უპირატესობა აქვს მას კონკურენტებთან შედარებით?

ჩვენი ფილოსოფიით, დაზღვევა არ არის უბრალოდ ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი – ეს არის მუდმივი, პერსონალიზებული ზრუნვა და თანმხლები პროფესიონალური მხარდაჭერა თითოეული დაზღვეულისთვის. კომპანიებისთვის „კორპო“ წარმოადგენს თანამშრომლებზე ზრუნვის მძლავრ ინსტრუმენტს – დინამიკურ, ადაპტირებად სისტემას, რომელიც მორგებულია თითოეული ორგანიზაციის უნიკალურ საჭიროებებზე, გამოირჩევა მაღალი დაფარვის ლიმიტებით კრიტიკულ შემთხვევებში და ინდივიდუალურად განსაზღვრული პრემიით, კონკრეტული ბიზნესისა და მისი თანამშრომლების მოთხოვნებიდან გამომდინარე.

მთავარი კონკურენტული უპირატესობები „კორპოს“ შემთხვევაში არის მაღალი დაფარვის ლიმიტები და პირდაპირი წვდომა ევროპული დონის სამედიცინო მომსახურებაზე. „კორპო” გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, კონსულტაცია გაიაროთ წამყვან ევროპელ სპეციალისტებთან. ქართულენოვანი საერთაშორისო პლატფორმა DIAGNOSE.ME-ის მეშვეობით, შეგიძლიათ ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის ან დიაგნოზის პროფესიონალური გადამოწმება, ასევე, გაქვთ წვდომა საერთაშორისო კონსილიუმთან, კომპლექსური ონკოლოგიური დიაგნოზების შემთხვევაში.

განსაკუთრებული ღირებულების მატარებელია ჩვენი მხარდაჭერის სამსახური, რომელიც მუშაობს 24/7 რეჟიმში – როდესაც იცით, რომ სამედიცინო განათლების მქონე პროფესიონალები გეხმარებიან პროცესების ოპტიმალურ დაგეგმვაში, ეს მნიშვნელოვნად ზრდის ნდობის ფაქტორს. ამასთან, პირველადი ჯანდაცვის მოწინავე სისტემა და პირადი ექიმების ინსტიტუტი წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ განმასხვავებელ ნიშანს ბაზარზე.

M: გვესაუბრეთ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობაზე…

საზღვარგარეთ მკურნალობის კომპლექსური მოდული უკვე რამდენიმე წელია აქტიური განვითარების ფაზაშია. პირველი ასეთი სერვისი იყო საერთაშორისო კონსილიუმი. ის Mediguide-თან პარტნიორობით დავნერგეთ, რადგან ონკოლოგიური დიაგნოზების გადამოწმებასა და პერსონალიზებული მკურნალობის გეგმის შემუშავებაზე სპეციალიზდებოდა. ამ ინოვაციურ პროდუქტს იმდენად დიდი გამოხმაურება და პოზიტიური ინტერესი მოჰყვა, რომ ბუნებრივად დავიწყეთ ამ მიმართულების სერვისების შემდგომი დახვეწა და მასშტაბის გაფართოება.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ სტრატეგიული მხარდაჭერით, მიმდინარე წელს განხორციელდა ჩვენი თანამშრომლობა მსოფლიო დონის საერთაშორისო სამედიცინო პლატფორმა DIAGNOSE.ME-სთან, სადაც თავს იყრიან ევროპის წამყვანი სამედიცინო სპეციალისტები და შესაძლებელია 80-მდე სხვადასხვა დიაგნოზის პროფესიონალური გადამოწმება.

ეს ინოვაციური პლატფორმა სრულად ინტეგრირებულია ჯიპიაის სისტემებში და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომია მთლიანად ქართულ ენაზე. მისი მეშვეობით, დაზღვეულს შეუძლია ეფექტურად გადაამოწმოს საეჭვო დიაგნოზი ან კლინიკური სიმპტომები – მომხმარებელი ატვირთავს ადგილობრივად ჩატარებული კვლევების შედეგებს ან დეტალურ სიმპტომატიკას, ირჩევს შესაბამისი პროფილის ევროპელ სპეციალისტს და მაქსიმუმ რამდენიმე დღეში იღებს პროფესიონალურ დასკვნას, დადასტურებულ ან დაზუსტებულ დიაგნოზს.

DIAGNOSE.ME-ის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, განხილული შემთხვევების 32%-ში ევროპელმა ექიმებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს ადრე დასმული დიაგნოზი ან შეძლეს ზუსტი დიაგნოზის დადგენა იმ პაციენტებისთვის, ვისაც საკუთარ ქვეყანაში ვერ უსვამდნენ სწორ დიაგნოზს. შემთხვევათა 35%-ში მოხდა პირველადი სამედიცინო დასკვნის დაზუსტება ან კორექტირება, ხოლო 16% შემთხვევაში პაციენტებს არასაჭირო და პოტენციურად დამაზიანებელი სამედიცინო ჩარევა აარიდეს თავიდან.

M: როგორ მუშაობს პირადი ექიმების სისტემა და რა უპირატესობას აძლევს ეს თქვენს კორპორაციულ კლიენტებს?

ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მაქსიმალური გაუმჯობესება, რომლის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს პირადი ექიმების ინსტიტუტი წარმოადგენს. ჯიპიაის მაღალკვალიფიციური ოჯახის ექიმები თბილისის სხვადასხვა კლინიკაში ემსახურებიან დაზღვეულებს. ჩვენი ქსელი მოიცავს დედაქალაქის ყველა რაიონს, რაც უზრუნველყოფს, რომ ყველა მომხმარებელს საცხოვრებელთან ახლოს შეეძლოს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისის მიღება.

თუმცა, ჩვენი ოჯახის ექიმების ძირითადი საყრდენი კლინიკა „კურაციოში“ ფუნქციონირებს. სწორედ ამ სამედიცინო დაწესებულებას და მის მაღალი რეპუტაციის მქონე სპეციალისტებს ირჩევს ჩვენი დაზღვეულების დიდი უმრავლესობა. 80-ზე მეტი უმაღლესი კვალიფიკაციის ოჯახის ექიმი და პედიატრი უზრუნველყოფს პაციენტების მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით, ამასთან, რეგულარულად ხდება ამ პროფესიონალების გადამზადება ამერიკის წამყვან სამედიცინო ცენტრებში.

პირადი ექიმი აძლევს დაზღვეულს უნიკალურ შესაძლებლობას, ზუსტად განსაზღვროს სამედიცინო საჭიროება, მიიღოს რეკომენდაცია შესაბამისი პროფილის სპეციალისტთან მიმართვაზე, ეფექტურად გააკონტროლოს მკურნალობის მთელი პროცესი და მიაღწიოს ოპტიმალურ სამედიცინო შედეგს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს აღარ უწევს რთული სამედიცინო გადაწყვეტილებების მარტო მიღება, როდესაც საქმე ჯანმრთელობას უკავშირდება.

კორპორაციული კლიენტებისთვის ეს სისტემა წარმოადგენს ფუნდამენტურ უპირატესობას: მათი თანამშრომლები სარგებლობენ მაღალი ნდობის მქონე პირადი ექიმის მომსახურებით, რომელიც დეტალურად იცნობს მათ სამედიცინო ისტორიას და მუდმივად აკვირდება ჯანმრთელობის დინამიკას; კომპანიები ეფექტურად ახდენენ ზედმეტი და არასაჭირო სამედიცინო კვლევების პრევენციას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს; იზრდება თანამშრომელთა კმაყოფილების დონე და ლოიალობა ორგანიზაციის მიმართ, რადგან ისინი რეალურად გრძნობენ კომპანიის მზრუნველ დამოკიდებულებას და არა მხოლოდ ფორმალურ სადაზღვევო დაფარვას.

M: როგორ შეცვლის „კორპო“ კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის კულტურას და რატომ არის მნიშვნელოვანი კომპანიებისთვის, რომ კარგი დაზღვევა უზრუნველყონ თანამშრომლებისთვის?

თანამედროვე ბიზნესის წარმატება დღეს უფრო მეტად არის დამოკიდებული ადამიანურ კაპიტალზე, ვიდრე ოდესმე. თანამშრომლების ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, პროფესიული მოტივაცია და ორგანიზაციული ერთგულება პირდაპირპროპორციულად განსაზღვრავს კომპანიის საბოლოო შედეგებს. ამდენად, ჯანმრთელობის დაზღვევა აღარ წარმოადგენს მხოლოდ დამატებით ბენეფიტს – ის თანამშრომელზე ზრუნვის კორპორაციული კულტურის ფუნდამენტურ გამოხატულებაა. როდესაც თანამშრომელი ხედავს, რომ ორგანიზაცია რეალურად ზრუნავს მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, ის გრძნობს მნიშვნელოვან დაცულობას, შინაგან მოტივაციას და ღრმა ინსტიტუციურ ნდობას.

ჩვენი მისწრაფებაა, კომპანიებმა ჯანმრთელობის დაზღვევა განიხილონ როგორც სტრატეგიული ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში, რომელიც პირდაპირ აისახება პროდუქტიულობის ზრდაზე, პროფესიულ მოტივაციასა და ორგანიზაციის გრძელვადიან, მდგრად განვითარებაზე.

„კორპო“ ქმნის პროგრესულ კორპორაციულ გარემოს, სადაც თანამშრომლებზე ზრუნვა ხდება ბიზნესის ფუნდამენტური სტრატეგიული ღირებულება. ეს თანამედროვე მიდგომა აძლევს ორგანიზაციებს უნიკალურ შესაძლებლობას, არა მხოლოდ დაფარონ სამედიცინო ხარჯები, არამედ სისტემურად იზრუნონ თავიანთი გუნდის ჯანმრთელობაზე – პრევენციულად, სტრუქტურირებულად და ხელშესახები შედეგებით.

ჯიპიაი აზღვევს, მოქმედება შენზეა!

[R]

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

როცა სანტა სურვილს არასწორად იგებს… — Disney-ის საახალწლო კამპანია