in

„კორპო“ – როგორ შეიქმნა დაზღვევა, რომელიც ფრთების გაშლაში გეხმარება

თანამედროვე სამყაროში ჯანმრთელობაზე ზრუნვა ბიზნესის სტრატეგიული განვითარების აუცილებელ ნაწილად იქცა. ბაზრის ამ მნიშვნელოვანი ცვლილების საპასუხოდ ჯიპიაი ჰოლდინგმა კორპორაციული დაზღვევის მიმართულების სრული რებრენდინგის შედეგად წარმოადგინა განახლებული „კორპო“ თანამედროვე ენერგიითა და ახალი ვიზუალური იდენტობით.

24-წლიანი გამოცდილების საფუძველზე ჯიპიაი ჰოლდინგმა შეძლო მომხმარებლებთან ჩამოყალიბებული ემოციური კავშირების ბრენდად გაერთიანება. „კორპოს“ კონცეფცია სცილდება მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისის ფარგლებს და წარმოადგენს მხარდაჭერის სისტემას, რომელიც კომპანიებსა და მათ თანამშრომლებს ფრთების გაშლაში ეხმარება. განახლებული ბრენდის მთავარი სიმბოლო, აბსტრაქტული ფრთა, ასახავს იმ დაცვისა და მხარდაჭერის ფილოსოფიას, რომელსაც „კორპო“ ქართულ ბიზნესს სთავაზობს. ეს არის მეტაფორა კორპორაციული ფრთის ქვეშ ყოფნის, სადაც თანამშრომლებზე ზრუნვა ბიზნესის სტრატეგიის განუყოფელ ნაწილად იქცევა.

დღეს, „კორპო“ უკვე 1000-ზე მეტ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და 250 000-ზე მეტი დასაქმებულის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. რებრენდინგის შედეგად ეს მრავალწლიანი გამოცდილება თანამედროვე ფორმით წარმოჩინდა, რომელიც გამოხატავს ბრენდის მთავარ იდეას: „ჯიპიაი აზღვევს, წარმატება კი თქვენზეა“. დეტალებზე ჯიპიაი ჰოლდინგის მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი თამთა ყიფიანი და JoyBoy-ის არტ-დირექტორი ლუკა ივანიძე გვესაუბრნენ.

M: რა გახდა „კორპოს“ რებრენდინგის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი და რატომ გადაწყვიტეთ განახლებული ბრენდის წარდგენა ბაზარზე სწორედ ახლა?

თამთა: „კორპო” არის ათასობით კომპანიისთვის უკვე კარგად ნაცნობი, გამოცდილი და სანდო კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა, რომლითაც ჯიპიაი ჰოლდინგი 24 წელია ქართულ კომპანიებს აზღვევს.

ბოლო წლებში, დასაქმების ბაზარი მნიშვნელოვნად შეიცვალა. დღეს, კომპანიები და თანამშრომლები ჯანმრთელობის დაზღვევას აღიქვამენ არა უბრალოდ დამატებით ბენეფიტად, არამედ პირველი რიგის აუცილებლობად. ჯანმრთელობის დაზღვევა გადაიქცა სტრატეგიულ ინვესტიციად, რომელიც პირდაპირ აისახება ბიზნესის მდგრად განვითარებაზე, თანამშრომლების პროდუქტიულობასა და კომპანიის საბოლოო შედეგებზე. თანამშრომლები, რომლებიც გრძნობენ, რომ ორგანიზაცია ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე, ავლენენ მაღალ ლოიალობას, ნაკლებად განიცდიან პროფესიულ გადაწვას და უკეთეს შედეგებსაც აჩვენებენ.

ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანი გახდა, რომ ჩვენი პროდუქტი, რომელიც ამ სეგმენტში ლიდერ პოზიციებს იკავებს, ახალი ენერგიითა და თანამედროვე ვიზუალით წარმოგვეჩინა.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, 24 წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მომხმარებლებთან ჩამოყალიბებული ემოციური კავშირები ერთ მთლიან ბრენდში გაგვეერთიანებინა. „კორპოს“ შექმნით ამ ურთიერთობებს ახალი ენერგია და თანამედროვე ფორმა შევძინეთ. დღეს, ბევრად უფრო ნათლად და მარტივად ჩანს ის რეალური სარგებელი და კომფორტი, რასაც ჯიპიაის კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა უკვე წლებია სთავაზობს ქართულ კომპანიებს.

M: როგორ უკავშირდება „კორპო” ჯიპიაის საერთო ბრენდინგს და რა როლს თამაშობს ის ბრენდის გრძელვადიან სტრატეგიაში?

თამთა: „კორპო“ არის „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ბრენდის ორგანული ნაწილი. ჩვენი საერთო ფილოსოფიაა ადამიანებზე ზრუნვა და მათი ჯანმრთელობის მხარდაჭერა, როგორც ინდივიდუალურ, ისე კორპორაციულ დონეზე.

ჩვენი კომპანია წლებია ასოცირდება ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის ლიდერობასთან, ხარისხთან და სანდოობასთან. „კორპო“ ამ ღირებულებებს კორპორაციულ სივრცეში ავითარებს – ეს არის ორგანიზაციებისთვის თანამშრომლებზე ზრუნვის რეალური, ეფექტური ინსტრუმენტი.

სლოგანი „ჯიპიაი აზღვევს, ფრთების გაშლა შენზეა!“ ზუსტად გამოხატავს ჩვენს ფილოსოფიას – „კორპო“ არის ქართული კომპანიების საიმედო პარტნიორი და რეალური დაზღვევა მათი თანამშრომლებისთვის, რომელიც ყოველთვის მათ გვერდით დგას და წარმატების მიღწევაში ეხმარება.

„კორპო“ არის ბრენდი, რომლის მეშვეობითაც „ჯიპიაი ჰოლდინგი“ აღრმავებს თანამშრომლობას ქართულ ბიზნესებთან, აყალიბებს ახალი თაობის კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის კულტურას და ხდება ამ კომპანიების წარმატების განუყოფელი ნაწილი.

ჩვენი სერვისები მორგებულია თითოეული ორგანიზაციისა და მისი თანამშრომლების რეალურ საჭიროებებზე. სწორედ ამიტომ, „კორპოთი“ დაზღვეული თანამშრომელი არის საქმეზე ორიენტირებული, მოტივირებული და ენერგიული გუნდის წევრი, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კი ჩვენ გვაბარია. ჯიპიაი აზღვევს – წარმატება შენზეა!

M: რა შეიქმნა ბრენდინგის ფარგლებში?

თამთა: რებრენდინგის პროცესში შეიქმნა სრულიად ახალი ვიზუალური იდენტობა, სახელწოდება და კომუნიკაციის სტილი, რომელიც ხაზს უსვამს ბრენდის მთავარ გზავნილს – „ჯიპიაი აზღვევს, წარმატება შენზეა“.

გაერთიანდა და უფრო თვალსაჩინო, ხელშესახები გახდა ის სერვისები, ბენეფიტები და რეალური კომფორტი, რასაც ჯიპიაი ქართულ კომპანიებს სთავაზობს.

შეიქმნა „კორპოს” ლოგო და გრაფიკული სისტემა, რომელიც თანამედროვე, დინამიურ და მეგობრულ იმიჯს ქმნის.

M: რა იყო სააგენტოს დავალება და როგორ მიხვედით ბრიფის გადაწყვეტამდე?

ლუკა: კამპანიაზე JoyBoy-ის გუნდმა იმუშავა. სანამ სამუშაო პროცესზე მოგიყვებით, ჩვენ შესახებ გიამბობთ. მულტიდისციპლინური კრეატიული სტუდია JoyBoy საკომუნიკაციო კამპანიების, ბრენდინგის, სტრატეგიისა თუ ვიზუალური იდენტობის მიღმა კონცენტრირდება ისეთი გარემოსა და კულტურის შექმნაზე, რომელიც შემოქმედებით სფეროს ტალანტებს საშუალებას აძლევს კულტურულად მნიშვენლოვანი ცვლილებები შემოიტანონ ინდუსტრიაში: თუ არაფერს ვცვლით, არაფერს ვაკეთებთ! ამიტომაც, მთელი გულით მოვეკიდეთ ამ ბრიფსაც.

ჩვენი დავალება იყო ისეთი ბრენდის შექმნა, რომელიც კორპორაციულ ჯანმრთელობის დაზღვევას გადააქცევდა ემოციურ და შთამაგონებელ გამოცდილებად. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ „კორპო” არ აღქმულიყო მხოლოდ როგორც პროდუქტი და სერვისი, არამედ როგორც განვითარების შესაძლებლობა, პარტნიორი, რომელიც ადამიანსა და ორგანიზაციას აძლიერებს.

ბრიფის ანალიზისას აღმოვაჩინეთ, რომ კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა მხოლოდ სიმშვიდის განცდა არ არის. ეს არის ქმედების შესაძლებლობა – განვითარება, ცვლილება, ახლის დაწყება. ეს არის მხარდაჭერა გზაზე, სადაც ადამიანი აღარ არის რისკებზე ფიქრით შებოჭილი, არამედ ყურადღებას ამახვილებს საკუთარ მიზნებსა და შესაძლებლობებზე. კორპო დაზღვევაა, რომელიც ფრთების გაშლაში გეხმარება. სწორედ ამ იდეამ განსაზღვრა მთელი ბრენდის კონცეპტუალური მიმართულება.

M: როგორ მიმდინარეობდა „კორპოს“ ვიზუალური იდენტობის შექმნის პროცესი?

ლუკა: ვიზუალური იდენტობის ფორმირება დაიწყო ემოციური შინაარსისა და არქეტიპის განსაზღვრით. „კორპო” ეკუთვნის მზრუნველის (Caregiver) არქეტიპს – ენერგია, რომელიც ყოველთვის ზურგს გიმაგრებს, გიცავს და განვითარების საშუალებას გაძლევს.

ამ ხედვიდან გამომდინარე, მთავარი სიმბოლო გახდა ფრთა – არა როგორც დეკორატიული ფორმა, არამედ როგორც დაცვისა და მხარდაჭერის მეტაფორა.

M: რა სიმბოლურ დატვირთვას ატარებს ახალი ლოგო და ვიზუალური ელემენტები და როგორ გამოხატავს კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის არსს?

ლუკა: „კორპოს“ სიმბოლო ფრთის აბსტრაქტული ფორმაა, რომელიც ორიენტირებულია მოძრაობასა და აღმასვლაზე. ის წარმოადგენს უსაფრთხოებისა და მხარდაჭერის ერთიან გამოხატულებას – ძალას, რომელიც გაძლევს საშუალებას იფრინო შენი მიზნებისკენ მაშინაც კი, როცა სიმაღლე გაშინებს.

ფრთა ასევე განასახიერებს ორგანიზაციის მხრიდან ზრუნვის კულტურას – „კორპორაციული ფრთის ქვეშ ყოფნას“, როცა თანამშრომლის ჯანმრთელობა აღიქმება არა როგორც ადმინისტრაციული ფორმალობა, არამედ როგორც პიროვნული და პროფესიული ზრდის საწინდარი.

M: როგორია „კორპო“ დღეს, როგორც ბრენდი?

თამთა: „კორპო“ არის ძლიერი, გამოცდილებაზე დაფუძნებული და ადამიანზე ორიენტირებული ბრენდი, რომელიც აერთიანებს ჯიპიაი ჰოლდინგის 24-წლიან ცოდნასა და ახალ, თანამედროვე ხედვას.

ის არის რეალური დაზღვევა რეალური ადამიანებისთვის – ბრენდი, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით, არამედ ქმნის სრულფასოვან ზრუნვის სისტემას კომპანიებისა და მათი თანამშრომლებისთვის. „კორპო” დღეს უკვე 1000-ზე მეტ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და 250,000-ზე მეტი დასაქმებულის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. „კორპო“ აერთიანებს სანდოობას, ინოვაციასა და ხარისხს. ის ქმნის გარემოს, სადაც თანამშრომელზე ზრუნვა ბიზნესის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია.

ლუკა: კორპო დამსაქმებლებისთვის ნიშნავს ინდივიდუალურ და ოპერაციულ სიმშვიდეს, როცა ზედმეტი ტვირთი ჩვენ გვაბარია. დასაქმებულებისთვის კი ეს არის რეალური დაზღვევა, სადაც თითოეული პირობა გამჭვირვალეა და თითოეული შემთხვევა საგულდაგულოდ გადაწყვეტილი.

„კორპო“ – დაზღვევა, რომელიც ფრთების გაშლაში გეხმარება.

[R]

Bottega Veneta-მ 6900-დოლარიანი Jenga გამოუშვა

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პირველი მობილური აპლიკაცია გაეშვა