in

რა არის კორპორაციული კომპლაენსი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი

„კომპლაენსს“ ქართული შესატყვისი არ აქვს? – სამართლიანად იკითხავთ თქვენ. ამ სიტყვის ზუსტი თარგმანის ერთ-ერთი ვერსია „შესაბამისობაა“. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ტერმინი Corporate Compliance ძალიან სპეციფიკურია და მხოლოდ „შესაბამისობით“ მისი შინაარსის გადმოცემა, შესაძლოა, არ აღმოჩნდეს საკმარისი.

რა იგულისხმება კორპორატიულ კომპლაენსში? რატომ არის მნიშვნელოვანი მისი წესების დაცვა? რა არის კორპორატიული კომპლაენსის მიზანი? ინდუსტრიის მიუხედავად, კორპორაციული კომპლაენსი თქვენი ბიზნეს ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს.

კომპლაიენსის მართვა და რისკების შემცირება რთული პროცესია. პრევენციული ზომების მიღება თავიდანვე შეიძლება აღმოჩნდეს პრობლემა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან შედეგს მოგცემთ.

კორპორაციული კომპლაენსის დარღვევას სერიოზული ზარალი შეიძლება მოჰყვეს, როგორც სამართლებრივი, ისე – რეპუტაციული. ამიტომ, კარგი იქნება, თუკი კომპლაენსის პროგრამის შემუშავებაზე აქედანვე დაიწყებთ ზრუნვას.

რას ნიშნავს კომპლაენსი ბიზნესში? ტერმინის განმარტება გულისხმობს „ბრძანების შესრულებას“ ან „წესების თუ სტანდარტების დაკმაყოფილებას“. კორპორაციულ გარემოში ეს განისაზღვრება, როგორც კომპანიისა და თანამშრომლების მიერ წესების, რეგლამენტების, სტანდარტებისა და ეთიკის დაცვა.

კომპლაენსის პროცესი უნდა იყოს უწყვეტი. ბევრი ორგანიზაცია ადგენს პროგრამას, რათა თანმიმდევრულად და ზუსტად მართოს მათი კომპლაენსის პოლიტიკა.

რა არის კორპორაციული კომპლაენსის მიზანი? ბიზნესის დაცვა. მარტივად ჟღერს, მაგრამ ის მოიცავს ინვესტიციის დაბრუნებას, გადახარჯვის, თაღლითობის, დისკრიმინაციისა თუ სხვა პრაქტიკის თავიდან აცილებას, რაც კომპანიას რისკის ქვეშ აყენებს.

თქვენი კორპორატიული კომპლაენსის პროგრამა უნდა იყოს ინტეგრირებული კომპანიის მასშტაბით, გარე რეგულაციებისა და შიდა პოლიტიკის მენეჯმენტით დაწყებული, თანამშრომლების ტრენინგებით დამთავრებული. თუ დარწმუნდებით, რომ ყველა დეპარტამენტი და პერსონალი ერთად მუშაობენ სტანდარტების შესანარჩუნებლად, ამით წარუმატებლობისა და დარღვევების ძირითად რისკს გაანეიტრალებთ.

ეფექტური კომპლაენს პროგრამა აუმჯობესებს კომუნიკაციას ხელმძღვანელობასა და დანარჩენ შორის. ის უნდა მოიცავდეს პოლიტიკის შექმნის, განახლების, გავრცელებისა და მონიტორინგის პროცესს, რადგან თანამშრომლებს ვერ დააკისრებთ პპასუხისმგებლობას იმ წესებსა და რეგულაციებზე, რომლებზეც მათ არაფერი იციან. მას შემდეგ, რაც თანამშრომლები თქვენს მოლოდინებში კარგად გაერკვევიან, ისინი ფოკუსირდებიან უფრო ფართო მიზნებზე და ოპერაციების შეუფერხებლად წარმართვაზე იმუშავებენ.

კომპლაენსის დაცვა თანამშრომლებს აძლევს გეზს, სწორად შეასრულონ სამუშაო, მიაღწიონ კარიერულ მიზნებს და მომხმარებლების კმაყოფილებაზე იზრუნონ.

ძალიან ცოტა ბიზნესს აქვს ფუფუნება, რომ სამომავლოდ გადადოს კორპორატიული კომპლაენსის პროგრამის ჩამოყალიბება. ამიტომ, სჯობს, მზადება ახლავე დაიწყოთ. გულდასმით დაგეგმეთ პროგრამა და მისი განხორციელება, შეიმუშავეთ თანმიმდევრული სასწავლო მექანიზმი თანამშრომლებისთვის, რათა ზედმიწევნით კარგად ფლობდნენ ინფორმაციას ყველა დეტალზე.

ესეც, რამდენიმე ნაბიჯი კომპლაენსის პროგრამის მოსამზადებლად:

  • ჩართეთ თქვენი ხელმძღვანელები
  • თქვენი კორპორატიული კომპლაენსის პროგრამა თავისთავად არ იმუშავებს. ერთ ადამიანს უნდა ჩააბაროთ პროგრამის ყოველდღიური წარმართვა.
  • თქვენი ორგანიზაციის ზომიდან გამომდინარე, ამ მიმართულებას ერთი ან რამდენიმე ადამიანი შეიძლება მართავდეს. პროგრამაზე პასუხისმგებელ პირებს უნდა ჰქონდეთ უფლებამოსილება აღასრულონ წესები და დააკისრონ პასუხისმგებლობა ყველა დონის თანამშრომლებს.
  • მათ სჭირდებათ პირდაპირი წვდომა კომპანიის მმართველ გუნდთან. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან აღსრულების პროცესში სწრაფი რეაგირება დაგჭირდებათ.
  • კომუნიკაცია ორმხრივია. ამიტომ, კომპლაენსის პროგრამის ეფექტურობა მმართველმა გუნდმა რეგულარულად უნდა შეაფასოს

კორპორაციული კომპლაენსი სამუშაო ადგილის კულტურის ხელშეწყობა, რომელიც აფასებს კომპანიის მთლიანობას და ეთიკურ ქცევას.

იმისათვის, რომ პროგრამამ იმუშაოს, პირველ რიგში, თქჯერ თქვენმა ლიდერებმა უნდა დაიცვან წესები. მათ უნდა წაახალისონ ეთიკური ქცევა და ღიად ისაუბრონ პროგრამის მნიშვნელობაზე.

კომპანიის ხელმძღვანელებმა უნდა წაახალისონ თანამშრომლების ჩართულობა და გარკვევით აცნობონ, რომ ისინი არ დაისჯებიან არაკანონიერი ან არაეთიკური ქცევის შესახებ შეტყობინებისთვის.

კორპორატიული კომპლანესი რისკების მართვას ეხება

ეფექტური პროგრამის შესაქმნელად, თქვენ უნდა იცოდეთ კომპლაენსის რომელი სფეროები უქმნის თქვენს ორგანიზაციას ყველაზე დიდ რისკებს. ამ სფეროების იდენტიფიცირების შემდეგ, შეგიძლიათ თქვენი რესურსების მათ მოგვარებაზე მიმართვა.

სახელმწიფო რეგულაციები, ისევე როგორც ინდუსტრიის სტანდარტები, ხშირად იცვლება. რისკის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია რეგულარული შეფასებება. კორპორაციულ მრჩეველთა ასოციაცია (ACC) რისკების შეფასება წელიწადში ერთხელ ჩავატაროთ.

 

წყარო: powerdms

როგორ მოქმედებს მოტივაცია მიზნების მიღწევაზე?

AI-სა და დიზაინერების კოლაბორაციით მოდის ჩვენება გაიმართა!