Gallup-Amazon-ის ერთობლივი გამოკითხვის მიხედვით, დასაქმებულთა თითქმის 60% ამბობს, რომ ძალიან დაინტერესებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში. ცხადია, დიდია შანსი, რომ თქვენი თანამშრომლებიც დაინტერესდნენ. ამის მიუხედავად, რატომ იღებს მუშაკთა 57% განათლებას საკუთარ ხელში? საქმე ისაა, კორპორაციული სასწავლო პროგრამების უმეტესობა არ იზიდავთ მათ, რადგან აკლიათ შემოქმედებითობის აუცილებელი ელემენტი.
კრეატიულობის გამოყენებით ტრენინგის მომზადებისას, შეგიძლიათ ენერგიით აღავსოთ თქვენი კოლექტივი. არსებული სატრენინგო მოდელების უმეტესობა – განსაკუთრებით ონლაინ – წარმოუდგენლად მოსაწყენია.
ამჟამად, დასაქმებულთა 18% ამბობს, რომ ისინი მეტწილად არიან გამოთიშულები სამუშაო პროცესიდან, მხოლოდ 32% არის ჩართული. ეს ნიშნავს, რომ თქვენი თანამშრომლების ნახევარი, სავარაუდოდ, სადღაც შუაშია და იმსახურებს რაღაც უკეთესს, ვიდრე სხვა ტრადიციული ტრენინგი.
სანამ შემოქმედებით სწავლებას არ დაიწყებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შექმნათ გამოცდილება, რომელიც პროფესიულ განვითარებას სასიამოვნო პროცესად აღიქვამს და არა – მოსაწყენად. დაიწყეთ იმით, რომ ადამიანებს დაეხმაროთ წარმოსახვის დახვეწაში, შემოქმედებითი პრაქტიკით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერავინ შეძლებს იმ კრეატიულობის რეალიზებას, რომელიც უვითარდება სემინარების დროს.
„რა მოხდება, თუ?“
როდესაც ადამიანებს ესაუბრებით მათი დაბრკოლებების შესახებ, ისინი ჩვეულებრივ ამბობენ ამ ფართოდ გავრცელებულ ფრაზას, როგორიცაა: „ჩვენ არ გვაქვს რესურსები“ და „ჩვენ ძალიან მკაცრი წესები გვაქვს“. კითხვით „რა იქნებოდა, თუ?“ თქვენ შეგიძლიათ გადალახოთ ეს დაბრკოლებები. „რა იქნებოდა, თუ?“ კითხვაზე გადასვლა მარტივია. პირველ რიგში, დაწერეთ თქვენი ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი ყველა წესი. მეორე, შეარჩიეთ ერთი წესი და მოიფიქრეთ მისი დარღვევის პროვოკაციული გზები. ეს საშუალებას გაძლევთ შეხვიდეთ აზროვნების ნაკადში, რასაც თქვენი გამოცდილება და წარმოსახვა იძლევა. თუ მზად ხართ იფიქროთ სხვაგვარად, ე.ი. შეგიძლიათ მიაღწიოთ თქვენი აზროვნების ნაკადების სიღრმეებს.
უპასუხეთ „სხვანაირად როგორ?“ გამოწვევებს
ეს არის კრეატიულობის განსავითარებელი კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომელიც წამოიწყო უოლტ დისნეიმ. მან საკუთარ თავს ჰკითხა: „სხვაგვარად როგორ?“. დისნეილენდში კლიენტებს სტუმრებს ეძახდნენ, თანამშრომლებს კი მსახიობებს. მან უბრალოდ გადაასხვაფერა ურთიერთობა მომხმარებლებსა და თანამშრომლებს შორის. შექმნა სტუმართმოყვარეობის განუმეორებელი დონე, რომელსაც სხვა ორგანიზაციები ბაძავდნენ.
როგორ შეგიძლიათ განახორციელოთ ეს მიდგომა, როცა თქვენი ხალხის განვითარების ახალ გზებს იკვლევთ? დაიწყეთ ვარჯიშით. ვთქვათ, აპირებთ ავტოსამრეცხაოს გახსნას. რა არის სამი ყველაზე აუცილებელი ინგრედიენტი ამ ბიზნესისთვის? წყალი, საპნის ჯაგრისები და მტვერსასრუტები. ახლა, რა მოხდება, თუ ჩვენი მანქანის სამრეცხაოზე ვიკითხავთ: „სხვაგვარად როგორ?“ ჩვენ შეიძლება ვაქციოთ ის ავტო სპა-ცენტრად, სადაც მისვლა ფუფუნების საგანია.
წაახალისეთ თამაშ-თამაშით მიდგომა
თანამშრომლების უმეტესობას ფიქრისთვის დრო არ ეძლევა. ამიტომაც მათ საუკეთესო იდეები ოფისის გარეთ მოსდით. ჩვენი ცნობიერი და ქვეცნობიერი ტვინი სამუშაო ადგილზე დახურულია. როცა თავისუფლები ვართ ფიქრში, მაგალითად, შხაპის მიღების ან ვარჯიშის დროს, ხშირად უცებ უფრო კრეატიულები და მხიარულები ვხდებით.
შემოქმედების განბლოკვის ერთ-ერთი გზა სიცილია. როდესაც ერთ-ერთ ტრენინგზე სიცილი გესმით, უნდა მიხვდეთ, რომ მონაწილეები შემოქმედებით პროცესში არიან და სესია კარგად მიმდინარეობს ცნობიერ და ქვეცნობიერ ტვინს შორის.
აქციეთ ვარჯიში თამაშად
ტრენინგი შეიძლება იყოს ძალიან სახალისო. განსაკუთრებით თუ ტრენინგებს ატარებთ ვირტუალურად, გამოიყენეთ თამაშები, რომ მეტი ხალხი ჩაერთოს პროცესში. თამაში ამაღელვებელია და ხელს უწყობს მასალის ადვილად ათვისებას. 2000 ბავშვის კვლევაში, ვინც ვიდეოთამაშებს დღეში სამ ან მეტ საათს უთმობდა, აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვებმა შეასრულეს კოგნიტიური უნარების ტესტები უკეთ, ვისაც ჰქონდა სამუშაო მეხსიერება, ვიდრე მათ, ვისაც არასდროს უთამაშია ვიდეო თამაშები. თამაშს ასევე შეუძლია გააუმჯობესოს მეხსიერება და შემეცნება ხანდაზმულებში, გაზარდოს პროდუქტიულობა ახალ გუნდებში და გააუმჯობესოს თანამშრომლობა ვირტუალურ კოლექტივში.
წყარო: HBR