in

იცით, რომ ინტერნეტში განთავსებული ზოგიერთი ინფორმაცია მცდარია?

ინტერნეტი შესანიშნავი შესაძლებლობაა ინფორმაციის მოსაპოვებლად, მაგრამ ყველაფერი ყოველთვის ზუსტი არ არის. ფაქტების გადამოწმება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ორმაგად გამძაფრებულია ქალებისთვის და ეს ნებისმიერ სფეროს ეხება: ხელოვნებას, მეცნიერებას, სპორტს და ა. შ. ხშირად მათ მიღწევებს არასწორად მიაწერენ მამაკაც კოლეგებს.

DDB New Zealand-მა ამ თემასთან დაკავშირებით რეკლამაც კი გამოუშვა, სახელწოდებით “Correct The Internet” ეს 60-წამიანი მოკლემეტრაჟიანი ვიდეო გენდერული მიკერძოებული საძიებო სისტემის შედეგების კორექტირებას ემსახურება. აქ ავტომატური ხმა ამტკიცებს, რომ კრიშტიანუ რონალდუ ყველაზე მეტი გოლის (118) ავტორია, რეალურად კი ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი (190) კრისტინ სინკლერს აქვს გატანილი.

ინიციატივის მიზანია, ამ უზუსტობებზე ყურადღების მიპყრობა იმ იმედით, რომ ქალი სპორტსმენები უფრო თვალსაჩინო გახდებიან მათი მიღწევების სწორად განსაზღვრით. ამიტომაც, ტექნიკურმა ჯგუფმა Correct The Internet-ის ვებგვერდზე სპეციალური ინსტრუმენტიც განათავსა, რათა ადამიანებმა მსოფლიოს მასშტაბით მიიღონ მონაწილეობა ფაქტების გადამოწმებაში.

Ford Ranger-მა ახალი პიკაპი ტალახში ამოსვრილი წარადგინა

ნახეთ: ერთ ფიგურაში მოქცეული ადამიანთა კონფლიქტი