საქართველოში ხელმისაწვდომი მოდის ერთ-ერთი წარმატებული ბრენდი — Corso Italia —გაფართოებას ფრენჩაიზის მოდელით იწყებს. ბრენდი რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას დაიწყონ ბიზნესი, უკვე წარმატებულ კონცეფციაზე დაყრდნობით, ხოლო ახლო მომავალში ფრენჩაიზის განვითარებას საქართველოს საზღვრებს გარეთაც გეგმავს.
კორსო იტალიას-მთავარი მიზანია მოდა და ტრენდი ხელმისაწვდომი გახადოს ყველასთვის. სწორედ ამიტომ საქართველოს იმ რეგიონებში სადაც არ არის წარმოდგენილი, სურს ერთი მხრივ დამწყებ მეწარმეებს დაეხმაროს, საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში, მეორე მხრივ კი ადგილობრივი მაცხოვრებლები ტრენდულ სამოსს ადგილზე შეიძენენ.
ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან ასორტიმენტს- ფეხსაცმელს, ჩანთებსა და აქსესუარებს, რომლებიც აერთიანებს თანამედროვე, ტრენდულ ვიზუალს და ხელმისაწვდომ ფასს.
სწორედ ამ მიდგომამ განაპირობა მისი სწრაფი განვითარება ქართულ ბაზარზე.

რატომ ფრენჩაიზი?
ბიზნესის დაწყება ხშირად დაკავშირებულია გაურკვევლობებთან — რა გაყიდო, როგორ და რა ფასად.
Corso Italia-ს ფრენჩაიზის შეთავაზება, ამ რისკებს ამცირებს და პარტნიორებს სთავაზობს უკვე ჩამოყალიბებულ სისტემას:
▪️ ცნობილ და წარმატებულ ბრენდს
▪️ წინასწარ გააზრებულ ასორტიმენტსა და ფასების სტრატეგიას
▪️ გამოცდილ გუნდთან თანამშრომლობას
▪️ მუდმივ მხარდაჭერას ოპერაციულ და მარკეტინგულ პროცესებში
ფრენჩაიზის მოდელი მორგებულია სხვადასხვა ტიპის ლოკაციაზე:
მცირე ფართი, დაბალი საწყისი ინვესტიცია და სწრაფი ბრუნვა — იდეალურია მაღალი ტრაფიკის ლოკაციებისთვის.
ფრენჩაიზორი, კომპანია „აი სი არ ტრეიდისგან“ და ბრენდ „Corso Italia”-ს გამოცდილი გუნდისგან მიიღებს მხარდაჭერას:
▪️ ასორტიმენტის შერჩევასა და განახლებაში
▪️ ვიზუალურ მერჩენდაიზინგში
▪️ მარკეტინგულ კამპანიებში
▪️ გაყიდვების ანალიზსა და განვითარებაში

რატომ ახლა?
რეგიონებში თანამედროვე და ხელმისაწვდომი პროდუქციის მოთხოვნა მზარდია.
სწორედ ამიტომ Corso Italia ქმნის შესაძლებლობას ამ მოთხოვნას უპასუხოს უკვე წარმატებული საცალო ვაჭრობის მოდელით.
თუ გინდა, დაიწყო საკუთარი საქმე და იმუშავო წარმატებულ ბრენდთან- მაშინ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენო.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: [email protected]
[პარტნიორის კონტენტი]













