in

ახალი თაობა ახალი სივრცის შესაქმნელად – Corso Italia-ს კონკურსი სტუდენტებისთვის

კომპანია ICR ტრეიდის ბრენდი Corso Italia ინტერიერის დიზაინში სტუდენტებისთვის კონკურსს ატარებს სახელად – CORSO ITALIA NEXT GEN – Store Design Challenge, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება.

ინიციატივა წარმოადგენს ICR ტრეიდის ბრენდის განვითარების სტრატეგიის ნაწილს და მიზნად ისახავს ახალგაზრდა დიზაინერებისთვის რეალურ, ინდუსტრიულ ინტერიერებზე მუშაობის შესაძლებლობის შექმნას. კონკურსის ფარგლებში სტუდენტები იმუშავებენ Corso Italia-ს ახალი თაობის მაღაზიის ინტერიერის კონცეფციაზე, რომელიც ბრენდის განახლებულ ვიზუალურ იდენტობასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ  გარემოს ასახავს.

კონკურსის ამოცანაა ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც აერთიანებს მაღალფუნქციურ დაგეგმარებას, თანამედროვე ტენდენციებსა და მომხმარებლის გამოცდილებაზე ორიენტირებულ მიდგომებს. შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს: კონცეფციის წარდგენას, პროფესიონალი ჟიურის შეფასებასა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენას.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მისი პრაქტიკული შედეგია. გამარჯვებული ნამუშევრის რეალურ სივრცეში განხორციელების შესაძლებლობა სტუდენტებისთვის ნიშნავს არა მხოლოდ კონკურსში მონაწილეობას, არამედ რეალურ პროექტზე მუშაობის გამოცდილებასა და პროფესიულ პორტფოლიოში მნიშვნელოვანი ნამუშევრის დამატებას.

Corso Italia წლების განმავლობაში მომხმარებელს სთავაზობს მოდის თანამედროვე ტენდენციებსა და ხელმისაწვდომობას შორის ბალანსს. ბრენდის მთავარი იდეა ეფუძნება მიზანს, გახადოს მოდური ფეხსაცმელი ხელმისაწვდომი ყველასთვის.

ICR ტრეიდში აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდა პროფესიონალებთან თანამშრომლობა ბრენდისთვის გრძელვადიანი ინვესტიციაა:
„ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი ბრენდები ვითარდება მაშინ, როდესაც ისინი ახალ თაობას რეალურ შესაძლებლობებს აძლევენ. CORSO ITALIA NEXT GEN სწორედ ამ მიდგომის გაგრძელებაა“.

„აი სი არ ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-ამდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს 100-ამდე ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ გადმოვიყვანოთ პროდუქტიული თანამშრომელი სხვა განყოფილებიდან?

„ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“ — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა