in

COS – Concept Of Safety: ციფრული პლატფორმა, რომელიც კომპანიაში შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვაში გვეხმარება

შრომის ბაზრის განვითარებასთან ერთად, იცვლება დასაქმებულთან ურთიერთობის სტანდარტები. კომპანიები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ შრომის უსაფრთხოებასა და თანამშრომლების ჯანმრთელობას. საქართველოში, ეს კანონითაც რეგულირდება. ახლა ის დროა, როდესაც ერთი მხრივ, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს თანამშრომელი უსაფრთხოების შესახებ საჭირო ცოდნით, ხოლო თავის მხრივ, თანამშრომელმა უნდა იცოდეს საკუთარი უფლებები. სწორედ, ამ საკითხზე მუშაობს შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია COS – Concept Of Safety. ორგანიზაცია მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ადამიანებს აერთიანებს. COS-ის გუნდმა შეიმუშავა შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მომსახურების სრული პაკეტი, რომლის შესახებ დეტალურად COS-ის პლატფორმაზე შეგიძლიათ გაიგოთ. პროექტის მიზანია დაეხმაროს ორგანიზაციებს, დასაქმებულებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაში და კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში. 

„ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს, კომპეტენციები ღირებულ შედეგებში გარდაქმნან. გვინდა ვიცხოვროთ ისეთ სამყაროში, სადაც ყველა ორგანიზაცია განვითარებულია, ხოლო დასაქმებულების შრომის უსაფრთხოების ხარისხი მაღალია. გვჯერა ორგანიზაციების პოტენციალის და სწორედ ამ პოტენციალის მხარდაჭერაში ვხედავთ COS – Concept Of Safety-ის მთავარ როლს“, – ამბობენ ორგანიზაციაში.

M: ვისთვისაა გათვალისწინებული COS?

ვემსახურებით ყველა ბიზნეს სექტორს, რომელსაც შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და უსაფრთხოების სპეციალისტით მომსახურება სჭირდება. გარდა ამისა, კომპანიებს ვთავაზობთ ტრენინგებს, გარემო ფიზიკური ფაქტორების გაზომვას, ტექნიკური ინსპექტირებასა და სისტემურ აუდიტს. ჩვენი სერვისები ასევე ფარავს – სახანძრო უსაფრთხოებას, შედეგზე ორიენტირებულ სამართლებრივი მხარდაჭერას და სურსათის უვნებლობის საკითხებს.

M: როგორი იყო შრომით ბაზარზე არსებული გარემოება, რამაც COS-ის ციფრული ტრენინგების პლატფორმის შექმნისკენ გიბიძგათ?

როგორც მოგეხსენებათ შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონი ავალდებულებს დამსაქმებელს სამუშაოს დაწყებამდე უზრუნველყოს დასაქმებული შესაბამისი შრომის უსაფრთხების ტრენინგით/საჭირო სწავლებით და შემდგომ პერიოდულად განაახლოს ინფორმაცია სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების შესახებ. ამას გარდა, რითეილ სექტორი ხასიათდება კადრების მაღალი დენადობით, რაც ქსელური და დიდ კომპანიებისთვის ფიზიკურ სივრცეში ტრენინგის ჩატარებას ართულებს, ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენი პარტნიორებისთვის გაგვემარტივებინა მუშაობის პროცესი და შევქმენით ახალი სასწვლო პალტფორმა cos.com.ge/, რომლის საშუალებითაც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ციფრულად გაიარონ შრომის უსაფრთხოების სხვადასხვა ტრენინგები, ამისათვის საჭიროა დამსაქმებელმა ჩვენ მიერ მიწოდებულ ფორმატში შეავსოს დასაქმებულის შესახებ ინფორმაცია, მონაცემების მიღების შემდეგ დასაქმებულისთვის პლატფორმაზე შეიქმნება ინდივიდუალური ტრენინგ სივრცე, რის შემდეგაც მონაწილეებს ავტომატურად ეგზავნებათ დეტალური ინფორმაცია პლათფორმის გამოყენების წესების შესახებ და მათ შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ტრენინგი კომპიუტერის ან სმარტფონის გამოყენებით.

ტრენინგი აწყობილია ქართულენოვანი სახალისო ვიდეოებით, რომელიც ჩვენმა კომპანიამ რითეილ ასოციაციასთან თანამშრომლობისას შეიმუშავა. ასევე, გამოყენებულია ვიზუალური მასალა, რაც ტრენინგს მრავალფეროვანს ხდის. გარდა ამისა, მონაწილეს შესაძლებლობა აქვს ჩანიშნოს პირისპირ შეხვედრა შრომის უსაფრთოების აკრედიტებულ სპეციალისტთან და მიიღოს დამატებითი კონსულტაცია მისთვის საინტერესო საკითხებზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტრენინგის გავლის შემდეგ, დასაქმებული გაივლის ტესტირებას, რის მერეც კომპანიას ავტომატურად გაეგზავნება შრომის უსაფრთხოების აღრიცხვის ჟურნალი.

M: რა პრინციპით ჩამოყალიბდა სატრენინგო მიმართულება?

პირველ ეტაპზე, შევარჩიეთ ყველაზე დიდი დამსაქმებელი – „რითეილ“ სექტორი, სადაც ყველაზე მწვავედ იდგა პრობლმა თანამშრომელთა დიდი რაოდენობისა და კადრების ხშირი ცვლის გამო. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო რეგიონებში მომუშავე ბიზნესებისთვის გაგვემარტივებინა ტრენინგების ჩატარების პროცესი და ამიტომაც შევთავაზეთ ციფრული პლატფორმა, რამაც მუშაობის პროცესი გაამარტივა.

M: რა საკითხებს მოიცავს შრომის უსაფრთხოების კურსი?

მომსახურების სექტორთან ასოცირებულ ყველა იმ საკითხს, რაც უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას უკავშირდება. ტრენინგზე განხილულია ყველა ის საფრთხე, რის წინაშეც შეიძლება დადგეს დასაქმებული და მოიცავს უსაფრთხო შრომის მეთოდების სწავლებას. ტრენინგი ემსახურება დასაქმებულთა ცნობიერების გაზრდას და აერთიანებს, როგორც შრომის უსაფრთხოების, ასევე დასაქმებულთა უფლებების საკითხებს.

M: როგორია თქვენი მიზანი და მოლოდინი – რას შეცვლის COS ქართულ რეალობაში?

ვფიქრობთ, ეს პლატფორმა დაეხმარება კომპანიებს დასაქმებულთა ცნობადობის გაზრდის გზით, სამუშაო ადგილებზე დაამკვიდრონ უსაფრთხოდ შრომის კულტურა, დაიცვან კანონი და  დროულად უზუნველყონ დასაქმებულთა ტრენინგი/სწავლება. 

ასევე, დაეხმარება ბიზნესს, რომლის გამოწვევაც არის თანამშრომლების მუდმივი ცვლილება, შეუმცირებს ტრენინგების ბიუჯეტს, შესაძლებლობას მისცემს მარტივად  უზურუნველყოს ახალი და უკვე არსებული თანამშრომლებისთვის სავალდებულო ტრენინგების ჩატარება ჩვენი ციფრული პლატფორმის მეშვეობით.

M: როგორ გეგმავთ COS-ის განვითარებას?

უახლოეს პერიოდში, დავამატებთ სხვადასხვა თემატური ტრენინგს, რომელიც განკუთვნილი იქნება სამედიცინო, HORECA, მიტანის სერვისის, სატრანსორტო, მსუბუქი და მძიმე მრეწველობისთვის. გვინდა, ყველა სექტორში ავამაღლოთ შრომის უსაფრთხოების სტანდარტები, რადგან ჩვენი ბრენდის დაპირებაა „ჩვენ ვქმნით უსაფრთხოებას“.

[R]

რატომ უნდა შეიძინო ტოიოტა – ლიზინგით?

თბილისში აისეკ საქართველოს ორგანიზებით მასშტაბური დასაქმების ფორუმი – NETWORK-ER ჩატარდება