ალბათ, თქვენც ფიქრობთ, რომ საახალწლო საჩუქრების შერჩევა საკმაოდ რთული პროცესია. შესაძლოა, კონკრეტული აზრი უკვე გაგიმყარდათ კიდეც ან გაგიმყარდებათ, როცა, მაგალითად, Secret Santa-ს თამაშის დროს ბევრ ზრდილობისთვის გაღიმებულ სახეს დაინახავთ. ხოლო ზუსტად შერჩეული საჩუქრის ფასს მაშინ მიხვდებით, როცა, კონტრასტულად, ირგვლივ მყოფებში გულწრფელ ემოციებსაც შეამჩნევთ და თუ თქვენ ხართ მისი ავტორი, მაშინ გილოცავთ! უხერხულობისა და წითელი ლოყებისგან გათავისუფლდებით…
თუმცა რატომ გადავწყვიტეთ მაინცდამაინც ახალ წელს საჩუქრების გაცვლა?! იმის გამო, რომ საახალწლო პერიოდი დადებითი ემოციების გაზიარებას, მხიარულებისა და ბედნიერების გავრცელებას ეხება? სწორედ ამაზე გვესაუბრება Manor-ის, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების შვეიცარიული ქსელის, საახალწლო კამპანია Cosmic Christmas.
ვიდეოში კი ნახავთ, რომ ხანდახან ჩვენი ადრესატები იმდენად პრეტენზიულები არიან, არც ყინულის ქანდაკების, არც ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავის და არც მონა ლიზას ორიგინალი ნახატის ჩუქება აკმაყოფილებთ… თუმცა აქაც არსებობს გამოსავალი და ეს Manor-ის ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ:
Manor-ის საახალწლო კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო BETC Paris-მა იმუშავა.