ზოგჯერ სამყარომ უკეთ იცის, როგორ უნდა გამოხატოს ჩვენი ემოციები. 7500 სინათლის წლის დაშორებულმა კოსმოსურმა ღრუბელმა 2020 წელთან ყველაზე შესაფერისი გამოსამშვიდობებელი ნიშანი მოგვცა.
ღრუბლის ეს პატარა ნაგლეჯი კარინას ნისლეულის ნაწილია. მართალია, მას Bok Globule-ის სახელით ვიცნობთ, თუმცა მას უძველესი უხამსი ჟესტის “საპატივცემულოდ”, “უტიფარი თითი” შეარქვეს. ეს არის მტვრისა და გაზის პატარა, მუქი, მკვრივი კვანძები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ვარსკვლავების სამშობლოა.
როგორც ჩანს, “უტიფარი თითი” გარე წყაროებიდან ბრწყინავს – იქვე მდებარე კაშკაშა ვარსკვლავების შუქზე. რადგანაც ახალგაზრდა ვარსკვლავები განსაკუთრებით კაშკაშებენ, ირგვლივ დიდ გამოსხივებას ავრცელებენ. სამწუხაროდ, “უტიფარი თითის” კოსმოსური ღრუბელი, რომელიც 2020 წელს ჩვენთან ერთად სიმბოლურად დაემშვიდობა, ნელ-ნელა ვარსკვლავების მიერ აორთქლდება.
დასასრულს კი შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ კოსმოსს და ვთხოვოთ, მალე მოიყვანოს 2021!