in ,

“Cosmopolitan”-ის შეფუთვა, რომელმაც ბრიტანელები გააგიჟა!

ცნობილმა ჟურნალმა “Cosmopolitan”-მა თებერვლის ნომერი შოკისმომგვრელი გარეკანით გამოუშვა.

BOG

ჟურნალის გარეკანზე  გოგონაა გამოსახული, ჟურნალი კი პოლიეთილენის პარკშია მოთავსებული, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს გოგონაზეა გადაკრული.

პროექტი სარეკლამო სააგენტო “Leo Burnett Change”-ს ეკუთვნის და ის ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის “Karma Nirvana”-ს კამპანიის ნაწილია. თებერვლის ნომრის მთავარი თემა ქალთა მიმართ ძალადობის და იმ მკვლელობების შეჩერებაა, რომლებიც ოჯახში ხდება. პირდაპირი მესიჯი 2003 წელს მოკლულ გოგონას ეხება, რომელიც მშობლებმა პოლიეთილენის პარკით გაგუდეს. მკვლელობის მიზეზი  გათხოვებაზე უარის თქმა გახდა.

cosmo

ჯაჭვური რეაქცია. შთამბეჭდავი სანახაობა Pepsi-სგან!

“Victoria Secret”-ის ანგელოზები ცხელი სანაპიროებიდან ზამთრის წინააღმდეგ