in

CosmoSim – სამოგზაურო ინტერნეტის ახალი ბრენდი, რომელიც საზღვრებს არ ცნობს!

ტელეკომუნიკაციის ბაზარზე CosmoSim 2024 წლის დეკემბრიდან გამოჩნდა. CosmoSim-ი თანამედროვე ქართული ციფრული პროდუქტია, რომელიც მომხმარებლებს საერთაშორისო ინტერნეტ მომსახურებას სთავაზობს მსოფლიოს მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ CosmoSim-ი ბაზარზე ახალია, მან უკვე ბევრი ერთგული მომხმარებელი შემოიკრიბა. პროდუქტის წარმატება ხარისხიანმა, უწყვეტმა და სტაბილურმა ინტერნეტ კავშირმა განაპირობა, რაც მსოფლიოს წამყვანი მობილური ოპერატორების მომსახურებით არის უზრუნველყოფილი.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეტწილად, კომპანია მომხმარებლებს საუკეთესო ფასების, კომფორტული აპლიკაციისა და ხელსაყრელი ინტერნეტ პაკეტების შეთავაზებით იზიდავს, რაც აბონენტებს საშუალებას აძლევს, მათთვის ყველაზე პრაქტიკული მომსახურება მიიღონ“.

სერვისი eSIM ტექნოლოგიას ეფუძნება, სარგებლობა კი აპლიკაციის მეშვეობითაა შესაძლებელი. საზღვარგარეთ მოგზაურობისას CosmoSim-ის აპლიკაცია მარტივი და მოსახერხებელი გზაა გლობალურ ინტერნეტ ქსელში ჩასართავად. ყველასთვის გასაგები და თან კრეატიული დიზაინით შექმნილი აპლიკაციის მენიუ სამ ენაზეა ხელმისაწვდომი, რაც აბონენტებს საშუალებას აძლევს ადვილად მოიძიონ საჭირო ინფორმაცია და სწრაფად გაიაქტიურონ ინტერნეტ სერვისი.

CosmoSim-ის ვებგვერდის დახმარებით, დეტალურ ინფორმაციას მიიღებ სერვისისა და ინტერნეტ პაკეტების შესახებ, გაარკვევ შენი მოწყობილობა არის თუ არა eSIM თავსებადი და რაც მთავარია, შეძლებ აპლიკაციის გამოდწერას: https://cosmosim.net/

CosmoSim – კოსმიური ინტერნეტია, რომელიც საზღვრებს არ სცნობს! 

ამიტომ, სანამ სამოგზაუროდ წახვალ, ან სულაც მოგზაურობის დაგეგმვას დაიწყებ ეს აპლიკაცია აუცილებლად უნდა გადმოწერო.

კითხვების ან ტექნიკური გამოწვევების შემთხვევაში კი მხარდაჭერის გუნდი მუდამ ხაზზეა!

Facebook
Instagram

[R]

თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია

ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემაზე თიბისი ბიზნესის „ხუთშაბათის შეხვედრები“ ბათუმში გაიმართა