in

Costa Coffee-ს განახლებული მენიუ და 2026 წლის გაფართოების გეგმა საქართველოს ბაზარზე

ყავის სახლების ბრიტანული ქსელი Costa Coffee მომხმარებლებს სიახლეებს სთავაზობს. ბრენდმა წარადგინა განახლებული და გაფართოებული ლანჩმენიუ, რომელიც მოიცავს სენდვიჩებისა და ვრაპების მრავალფეროვან არჩევანს, ასევე ახალ დესერტებს, მათ შორის ტირამისუს, უგლუტენო ბრაუნისა და Costa- გრანოლას ფილებს.

Costa Coffee- მისიაა, საერთაშორისო ბრენდის უმაღლესი სტანდარტების დაცვით, მომხმარებლებისთვის უზრუნველყოს ხარისხიანი, გემრიელი და კომფორტული არჩევანი როგორც ყავის, ისე მსუბუქი ლანჩ მენიუს მიმართულებით.

განახლებული ასორტიმენტი პასუხობს მომხმარებელთა მზარდ მოთხოვნას, რომ Costa Coffee იყოს არა მხოლოდ ყავის მოყვარულთა საყვარელი ადგილი, არამედ მსუბუქი ლანჩის ყოველდღიური, კომფორტული სივრცე.

2025 წლის ბოლომდე Costa Coffee თბილისში უკვე სამი მოქმედი ობიექტით იქნება წარმოდგენილი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 10, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 14 და საბურთალოს City Mall-, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ როგორც მაღალი ხარისხის ცხელი თუ ცივი სასმელები, ისე განახლებული მენიუ

2025 წლის მეორე ნახევარში Costa Coffee აქტიურად ვითარდებოდა საერთაშორისო სტანდარტების ქართულ ბაზარზე ინტეგრაციით. ჩამოყალიბდა ქსელის სტრუქტურა და გაიზარდა ბრენდის ხელმისაწვდომობა, რის შედეგადაც Costa მომხმარებელთა ყოველდღიური რუტინის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

კომპანიის პრიორიტეტად რჩება მაღალი ხარისხის პროდუქტის შეთავაზება, გუნდის გაძლიერება და მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული მომსახურების უწყვეტი გაუმჯობესება.

2026 წლისთვის Costa Coffee გეგმავს აქტიურ გაფართოებას. მომავალ წელს დაგეგმილია 5 ახალი ობიექტების გახსნა როგორც თბილისში, ისე თბილისს გარეთ, რაც ქსელის სტრატეგიული განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.

Costa Coffee საქართველო მიზნად ისახავს შექმნას თანამედროვე, კომფორტული და მეგობრული გარემო, სადაც მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა ერთიანდება, რომ მომხმარებელმა ყოველთვის მიიღოს ის გამოცდილება, რომელსაც ბრენდი საერთაშორისო მასშტაბით წარმოადგენს.

[R]

მეტროპოლი Real Estate Expo 2025-ზე „დამთვალიერებლის რჩეული დეველოპერული პროექტის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა

დღესასწაული „თეთრი კვადრატისგან“ – საახალწლო სოფელი ვასო გოძიაშვილის პარკში (წითელი ბაღი)