IMedia Hub-ის ორგანიზებით, 17 თებერვალს Fabrika • ფაბრიკაში გაიმართა Coub Georgia Award 2017. დაჯილდოებაზე წარდგენილი იყო 2017 წლის საუკეთესო ქართული Coub-ები. გამარჯვებულები გამოვლინდნენ 6 კატეგორიაში: საუკეთესო ქართველი ქოუბერი – თემო გორისელი, საუკეთესო Coub ქართულ თემატიკაზე – გიორგი მეშველიანი, საუკეთესო დაუფასებელი Coub – ამირან ჯიმშერაშვილი, სპონსორის რჩეული – უჩა გოგიჩაშვილი, საუკეთესი Mashup – ირაკლი კვინიკაძე, საუკეთესო რადიო Coub – გიორგი მჭედლიშვილი.
IMedia Hub-ის გუნდი მადლობას უხდის მონაწილეებს, სპონსორებს VEON Georgia და Menu.ge საინფორმაციო პარტნიორებს: adjaranet.com Marketer.ge CHCHX Productions Radio Fortuna FM 106,9 TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი.