in

[EXCLUSIVE] ვიდეო პლატფორმა Coub.com საქართველოში ახალი სარეკლამო შესაძლებლობებით შემოვიდა!

კომუნიკაციების სააგენტო iMedia Hub-მა Coub.com-ისგან მიიღო ექსკლიუზიური უფლება საქართველოს ტერიტორიაზე ინტერნეტ რეკლამისა და მარკეტინგული მომსახურების გაწევაზე. ვიდეო სერვისი Coub არის 10 წამიანი ციკლირებული ვიდეოების (ქოუბების) შექმნისათვის განკუთვნილი პლატფორმა. ყოველდღიურად იქმნება 10000-ზე მეტი ქოუბი სხვადასხვა თემაზე, დაწყებული ინტერნეტ-მემებიდან და მსოფლიო მოვლენებზე რექციებიდან და დამთავრებული მეცნიერებით, ტექნოლოგიებით, ხელოვნებითა და დიზაინით. Coub-ის მთავარი მახასიათებელი ნიშანი არის ვიდეობის ვირუსულობა და ჩართულობის მაღალი კოეფიციენტი.

„ბოლო წლებში, ჩვენი სერვისის აუდიტორია საქართველოში გაორმაგდა, – ამბობს Coub-ის სარეკლამო განყოფილების ხელმძღვანელი საშა ალექსანდროვა – ამრიგად, ჩვენ დავფიქრდით ქართულ ბაზარზე მონეტიზაციის შესაძლებლობაზე, მით უფრო, რომ ინტერნეტ რეკლამის დონე რეგიონში ძალიან დიდი სისწრაფით იზრდება. ჩვენ ძალიან დიდ მოლოდინებს ვამყარებთ iMedia Hub-თან პარტნიორობაზე“.

შეგახსენებთ, რომ iMedia Hub ეს არის ერთი წლის წინ შექმნილი სააგენტო, რომელიც ვითარდება ქართულ ბაზარზე: „ სააგენტო ოქტომბრის თვიდან ჩაუშვებს რამდენიმე საინტერესო და ახალ პროდუქტს, – აცხადებს სააგენტოს დირექტორი ილო ღლონტი – და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ Coub-ი დაიკავებს განსაკუთრებულ ადგილს ჩვენს ამ ჩამონათვალში“

საქართველოში Coub.com საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობს და დღეიდან კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ განათავსონ ბანერული რეკლამა Coub-ზე, შეუკვეთონ სააგენტოს ვიდეობის შექმნა, ასევე შეძლებენ პირადი, “ქასთამირებული” (customized) გვერდების შეკვეთას და პარტნიორული და სარედაქციო პროექტების განხორციელებას. კომპანიის წინადადება შეგიძლიათ იხილოთ აქ.

თბილისიმარათონი 22 ოქტომბერს გაიმართება !

29 ოქტომბერს iArt Gallery-ში თბილისში ვიგენ ვართანოვის უნიკალური ნამუშევრების გამოფენა იხსნება!