in

მაჩუქე ის რაც მინდა! “Harvey Nichols”-ის პროვოკაციული კამპანია.

ლუქს მაღაზიების ქსელმა “Harvey Nichols”-მა პროვოკაციული საშობაო კამპანია წამოიწყო. კამპანიას “Could I Be Any Clearer?” დაარქვეს, რაც მთელი კამპანიის იდეას გამოხატავს.

BOG

კრეატივი სარეკლამო სააგენტო adam&eveDDB-ს ეკუთვნის. რეკლამის მთავარი გმირი დეიდას მისალოც ბარათს უკეთებს. როგორც გოგონა გვიყვება, დეიდა ველს ის ძალიან უყვარს, მაგრამ როდესაც საქმე საჩუქრის ჩუქებაზე მიდის ყოველთვის შეცდომას უშვებს. სწორედ ამიტომ დეიდა ველი მისალოც ბარათს იღებს, სადაც წერია თუ რა საჩუქარი უნდა გააკეთოს.

რაც შეეხება 2014 წლის საშობაო კამპანიას, რომელმაც Cannes Lions-2014-ზე გრან-პრი მოიპოვა, იგივე სტილში იყო გადაწყვეტილი. ვიდეო Sorry, I Spent It on Myself-ში Harvey Nichols ეშმაკურ ხერხს გვთავაზობდა – გვეყიდა იაფფასიანი საჩუქრები სხვისთვის, რათა საკუთარი თავისთვის მეტი დაგვრჩენოდა.

მადონა კიდევ ერთხელ “VERSACE”-ს სახე გახდა

ბორჯომის ახალი საიტი საახალწლო სუფრებზე გამოგზაურებთ.