Counter-Strike 2-ის ბეტა ვერსია ოფიციალურად გამოვიდა იმ შეზღუდული რაოდენობის მოთამაშეებისთვის, რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ტესტირების პირველი ეტაპი, მაგრამ Valve-მ უკვე ისაუბრა იმაზე, რას მოიცავს თამაშის განახლებული ვერსია — მათ შორის ინვენტარსა და სტიკერებს.
როგორ შეგიძლიათ შეზღუდულ ტესტირებაში მონაწილეობა?
Valve-ს მიხედვით, ოფიციალურ სერვერებზე ბოლოდროინდელი აქტივობები, ნდობის ფაქტორი და Steam ანგარიშის მდგომარეობა გადამწყვეტ როლს ასრულებს. არჩევის შემთხვევაში კი CS:GO-ს მთავარ მენიუში მიიღებთ შეტყობინებას.
დროთა განმავლობაში ტესტირებას მეტი მოთამაშე დაემატება — ასე რომ, თუ მოწვევის პირველ ეტაპს ვერ აკმაყოფილებთ, რეგულარულად შეამოწმეთ თამაშის მთავარი მენიუ და ნახეთ, მოწვევა ხომ არ მიიღეთ.
მოწვევის მიღების შემდეგ აირჩიეთ „რეგისტრაციის“ ველი და დაიწყეთ ჩამოტვირთვა; ხოლო ჩამოტვირთვის დასრულების შემდეგ — Limited Test.