in

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტმა” რესტორან ბრასერის კონცეფცია და დიზაინი სრულად განაახლა

Marriott Bonvoy-ს მრავალფეროვან პორტფოლიოში შემავალ 31 სასტუმროს შორის გამორჩეულმა ქორთიარდ მარიოტმა თბილისში რესტორან „ბრასერის” კონცეფცია და დიზაინი სრულად განაახლა.

თბილისის შუაგულში მდებარე სასტუმროს ახლად გარემონტებული რესტორანი „ბრასერი“  ავთენტური იტალიური კერძების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. საგულდაგულოდ შემუშავებული მენიუ ეხმიანება იტალიის ცოცხალ გემოსა და კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც აქცენტებს კლასიკურ იტალიურ კომფორტზე აკეთებს.

რესტორნის დიზაინი ელეგანტურია და ასახავს იტალიის კულტურულ ისტორიას. რესტორნის კედლებზე არსებული დეკორაციები შთაგონებულია ტრადიციული ტოსკანური ფერების პალიტრით. ახლად გარემონტებული დიზაინი სასტუმროს უნიკალურ იერსახეს სძენს და სწორედ ამ უნიკალურობას შთააგონებს სტუმრებს.

განახლებული მენიუთი სარგებლობას მომხმარებელი 17 მაისიდან შეძლებს. რესტორნის სამუშაო საათებია 10:00-01:00. რეზერვაციისთვის კი შეგიძლიათ ამ ნომერზე დარეკოთ: 032 277 91 00; თავისუფლების მოედანი N4.

[R]

Slack GPT — აპლიკაციას AI ხელასწყო დაემატა

ეს სოკოები პლასტმასის ნარჩენებს 140 დღეში შლის!