in

პარიზის სიდიადე და ენერგეტიკა “Courvoisier”-ის ახალ შეფუთვაზე

ფრანგულმა კონიაკის სახლმა “Courvoisier”-მა რებრენდინგი განახორციელა, რომელიც ბრენდის ტრადიციების დაცვით გაკეთდა. რებრენდინგი სააგენტო “JKR”-ს ეკუთვნის, რომელმაც აქცენტი “ოქროს საუკუნეზე” გააკეთა.

“პარიზის ოქროს საუკუნემ” კონიაკის განვითარების ისტორიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. ახალი შეფუთვის შთაგონება 1880-1920 წლების კულტურული და ტექნოლოგიური ინოვაციები, ასევე პარიზის საზეიმო განწყობა იყო. გრაფიკული ხაზები, რომლებიც შეფუთვაზე გამოჩნდა ეიფელის კოშკის ხაზებს იმეორებს. დიზაინერებმა ბოთლზე პარიზის მთელი სიდიადე და ენერგეტიკა გამოსახეს და შეეცადნენ ძველი ახალი ფორმით დაბრუნებულიყო.

photo corv

ფერადი და უჩვეულო სამყარო – “BBDO”-ს სოციალური რეკლამა

შვედებმა “იკეა”-სთან ერთად თამაში დაიწყეს.