ნიდერლანდურმა ავიაკომპანია “KLM”-მა ამსტერდამის აეროპორტში იაფი და ემოციური სარეკლამო კამპანია “Cover Greetings” წამოიწყო.
კამპანიის ფარგლებში ყოველი სავარძლის უკან პერსონალური ბარათები დაამაგრეს. ამასთან, მგზავრებს თავისი ხელით შეეძლოთ ბარათების გაკეთება და იმ შემთხვევაში თუ მათი ახლობლები ავიაკომპანიის ბილეთს იყიდდნენ, ბარათი შესაბამის ადგილზე დახვდებოდათ.
მგზავრების ემოცია “KLM”-მა ვიდეო ჩანაწერების სახით ერთ სარეკლამო რგოლში “Cover Greetings”-ში გააერთიანა.