20
Feb
2018

როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი – 2018 წლის ტენდენციები

20 Feb 2018

სამსახურის ბევრი მაძიებელი მიიჩნევს, რომ სამოტივაციო წერილის დაწერისთვის დათმობილი დრო ფუჭად დახარჯული რესურსია, რადგან ფიქრობს, რომ მას არავინ წაიკითხავს. ეს, რა თქმა უნდა, მცდარი შეხედულებაა. მენეჯერები აუცილებლად ხსნიან თქვენს რეზიუმეს და მით უფრო, ყურადღებით კითხულობენ სამოტივაციო წერილს, თუმცა, როგორც კი ისინი იაზრებენ, რომ ეს არის თქვენი რეზიუმეს შეჯამება წინადადებებით, ისინი წყვეტენ კითხვას. არსებობს რამდენიმე ხერხი, რომელიც დამსაქმებელს „ქედს ახრევინებს“ სამოტივაციო წერილის კითხვისას. ეს ხდება მაშინ, როცა შენ იწყებ და აგრძელებ დამაჯერებელ, ლოგიკურ და თანმიმდევრულ საუბარს შენი ცოდნის, კომპანიასთან არსებული კავშირისა და ისტორიის შესახებ, უფრო კონკრეტულად კი, რა უნდა იყოს თქვენს სამოტივაციო წერილში: 

pasha-statiebi
pasha-statiebi

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრენდი, რაც ამ მომენტისთვის სამოტივაციო წერილების მიმართულებით აქტუალურია, არის კონცეპტი – „მკითხველის დაშლა“, როდესაც აოცებთ მას, ან, ასე ვთქვათ, უგზავნით სალამს, რომელიც გამოიწვევს თქვენთან, როგორც კანდიდატთან კომუნიკაციის გაგრძელების დიდ ინტერესს. მარკეტინგულ სამყაროში, ეს ტექნიკა შერაცხულია „სთორითელინგად“ და ეს არის სწორედ ის, რითიც კომპანიებს მივყავართ მათ შესახებ არაფრის ცოდნიდან – მათ შეყვარებამდე. ადამიანის შემთხვევაშიც სწორედ ასეა – მასზე არაფერი ვიცით, სანამ არ ვიცით მისი ისტორია/ამბავი.

მოუყევით დამსაქმებელს იმ მომენტის შესახებ, როდესაც … 
თუ ყოვნდებით სამოტივაციო წერილის წერისას და არ იცით რა დაწეროთ, უნდა გასცეთ პასუხი სამ კითხვას:

1. გაარკვიეთ, რას აკეთებს განსაკუთრებულსა და უნიკალურს კომპანია, რომელშიც სამოტივაციო წერილს გზავნით?
2. დაფიქრდით იმ პოზიციაზე, რომლის დასაკავებლადაც მზადყოფნას აცხადებთ. როგორია მისი მნიშვნელობა?
3. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვთ ამჟამად და რა განსხვავებას მოგცემთ ამ კომპანიაში მუშაობა? რას გასწავლით ახალს?

როდესაც გასცემთ პასუხს ამ კითხვებს, უკვე შეგეძლებათ დაიწყო ხაზების გავლება თქვენი ღირებულებებისა და მოლოდინების, მეორე მხრივ კი, კომპანიის ღირებულებებსა და მოლოდინების წერტილებს შორის. დაფიქრდით, რა გაკავშირებთ კომპანიასთან? ეს ხაზები არის ამბავი, რომელიც უნდა მოჰყვეთ. ეს არის ამბავი, რომლის მოსმენაც მათ ნამდვილად უნდათ.

და როგორ მუშაობს მსგავსი ისტორია: 
ეს არის ერთგვარი მომხმარებლის დადებითი უკუკავშირი, რომელსაც ყოველთვის ღიმილითა და სიამოვნებით კითხულობს კომპანიის წარმომადგენელი. ეს არის იმ პოზიტიური გამოცდილების გაზიარება, რომელმაც, შესაძლოა, დამსაქმებელთან საკმაოდ კარგი ემოციური კავშირი შეგიქმნათ. ეს არის კომპანიის მისიასთან თქვენი პერსონალური კავშირის ხაზგასმა, რომ ეს დასაქმების სურვილით არ დაწყებულა და ბევრად ადრე, თქვენი, როგორც მომხმარებლის გამოცდილებით დაიწყო. ეს კი ბევრად მეტია, ვიდრე კონკრეტული უნარების/გამოცდილების უემოციო და მოსაწყენი ჩამონათვალი.



განხილვა