in

როგორ შეცვალა Covid-19-მა საზოგადოების ქცევა და შეხედულებები?

კორონავირუსმა, რომელსაც დღეს Covid-19-ად ვიცნობთ, სამყარო საკმაოდ მოკლე ვადაში დააყენა ოპტიმიზმისა და შიშის გზაგასაყარზე. ამ გლობალურმა მოვლენამ გავლენა მოახდინა როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არამედ ბაზარზეც და საზოგადოების ქცევასა და სეხედულებებზეც. საერთაშორისო კვლევა, რომლის შედეგებზეც ამ სტატიაში გესაუბრებით, 7-9 თებერვლით თარიღდება და მისი ავტორი ბაზრისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევითი კომპანია Ipsos-ია, რომელიც 1975 წლიდან ოპერირებს და 90 ქვეყნის ბაზარზე 18,000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.. კვლევის განახლებულ (მარტის თვის) შედეგებს უახლოეს დღეებში გაგაცნობთ. თებერვლის კვლევაში მონაწილეობა  8001-მა ადამიანმა მიიღო შემდეგი ქვეყნებიდან: კანადა, აშშ, ავსტრალია, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი.

როგორ აღიქვა კორონავირუსის პრობლემა საზოგადოებამ:

ერთი მხრივ, ვირუსის გავრცელების საშიშროების წინაშე ათეულობით ქვეყანა დადგა, მეორე მხრივ კი, ადამიანებმა კორონავირუსი მსოფლიო საფრთხედ აღიქვეს, თუმცა Covid-19 საკუთარ პრობლემად არ მიუჩნევიათ.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკვლეულ ქვეყნებში ვირუსის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობის საკმარისად დიდ ნაწილს ჰქონდა, ეს პირად საშიშროებად არ მიაჩნდათ, რაც ავტომატურად ზრდიდა რისკს გლობალურ დონეზე. მეტიც, გამოკითხულთა უმეტესობას Covid-19 საშიშროებად სულაც არ მიაჩნდათ არც საკუთარ თავთან და არც ოჯახთან მიმართებაში. თუმცა, არ გამორიცხავდნენ, რომ მათ ქვეყანაში კორონავირუსი შეიძლებოდა გავრცელებულიყო. პარადოქსულია, მაგრამ კითხვაზე, როგორია ვირუსის საშიშროება, მსოფლიო დონეზე, ბევრად დიდი ნაწილი პასუხობდა, რომ რისკი მაღალი ან ძალიან მაღალია.

ამას გარდა, ეპიდემიასთან გამკლავების ყველაზე სანდო საინფორმაციო წყაროდ, ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელები მიაჩნიათ.

სანდო ინფორმაციის წყაროდ, გამოკითხულების დიდი ნაწილი პროფესიონალ მედიკოსებსა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელს მიიჩნევს.  ყველაზე ნაკლებად კი, სოციალურ ქსელებს ენდობა.

მოსაზრებები კორონავირუსთან დაკავშირებულ აქტივობებზე:

ყოველ ქვეყანაში, მხოლოდ ყოველ მეხუთე ადამიანს სჯერა, რომ ვირუსი მალე გადაივლის, ხოლო ყოველი მესამე ადამიანი თვლის, რომ მედია სიტუაციას ამძიმებს.

გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ ბოლო პერიოდში საზღვარგარეთ ნამყოფმა ადამიანებმა სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ.

ყოველი სამი ადამიანიდან ორს მიაჩნია, რომ კორონავირუსის საფრთხის შემცველ ქვეყანასთან მიმოსვლა უნდა აიკრძალოს.

ასევე, ყოველი სამიდან ორი აცხადებს მზაობას, შეასრულოს საჭირო რეკომენდაციები, Covid-19-გან თავდასაცავად. ამ აზრს წინააღმდეგობას მხოლოდ 10-დან 1 გამოკითხული უწევს.

როგორ შეიცვალა საზოგადოების შეხედულება?

გამოკითხულების აზრით, ეს ვირუსი, გრძელვადიან პერიოდში, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩინეთში მოგზაურობასა და მთავარ სპორტულ მოვლენებზე დასწრებაზე.

გამოკითხულთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის გავრცელება მაღალი იყო, მოგზაურობას თავს აარიდებს. სამაგიეროდ, ხელებს უფრო ხშირად დაიბანს, გაივლის ვაქცინაციას და ზოგიერთის თქმით, ჩინური პროდუქტის შეძენას მოერიდება. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც გადაწყვიტეს ხელის ჩამორთმევაზე უარი კორონავირუსის შემდეგაც თქვან, გაიკეთონ პირბადე, არ იმგზავრონ ტაქსითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, არ შევიდნენ აზიურ რესტორნებს და ა.შ. გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი ვარაუდობს, რომ ჩინეთთან ტურისტული მიმოსვლა. ჯერ კიდევ კვლევის ჩატარების მომენტში (თებერვლის პირველი დეკადა), გამოკითხულები ვარაუდობდნენ, რომ კორონავირუსის “ეფექტი” აისახებოდა მასშტაბურ საჯარო ღონისძიებებზე, მათ შორის, ოლიმპიურ თამაშებზეც (რაც ასეც მოხდა).

როგორ შეცვალა საზოგადოების ქცევა კორონავირუსმა?

კორონავირუსმა საზოგადოება “აიძულა” რადიკალურად შეეცვალათ ქცევების ნაწილი, სხვა ჩვევებისთვის კი მეტი ყურადღება დაეთმოთ.

Covid-19-მა მთელი მსოფლიო ერთხმად აალაპარაკა იმ რეკომენდაციებზე, რაც ვირუსის თავიდან არიდებისთვისაა საჭირო. მაინც რა ქცევა გამოუმუშავდა საზოგაოებას? კვლევის მიხედვით, ამ თვალსაზრისით, პირველი ადგილი ქორონავირუსით ინტენსიურად დაინფიცირებულ ქვეყნებში მოგზაურობის თავიდან არიდებამ დაიკავა. ჩვევებიდან მეორე ადგილზე ხელების დაბანა გავიდა – საზოგადოებამ მალევე გაიაზრა, რომ ეს უსაფრთხოების ზომებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო. ამ ყველაფრის პარალელურად, გამოკითხულთა ნაწილს უნდობლობა გაუჩნდა ჩინეთში დამზადებული და იქიდან იმპორტირებული პროდუქტების მიმართ. ასევე, ნაკლებად აქვთ სურვილი ჩინეთში მოგზაურობის. მეტიც, გაჩნდა მოთხოვნა, რომ თავისი ქვეყნიდან ავიარეისები, ჩინეთის მიმართულებით, უნდა შეწყდეს. მაჩვენებელი შედარებით ნაკლებია, თუმცა გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი იმ ქვეყნებთან ავიარეისების აკრძალვასაც უჭერს მხარს, სადაც დაინფიცირებულები არიან.

ეს გახლდათ თებერვლის თვის კვლევის შედეგები. უახლოეს დღეებში გაგაცნობთ, რა ხდება საქართველოს ბაზარზე, როგორ შეიცვალა მომხმარებლის ქცევა, შეხედულებები და ა.შ.

#სადანროგორ სახლიდან გაუსვლელად

როგორ არ შევეხოთ საკუთარ სახეს? – Gong-ის კამპანია