in

COVID-19-ის გავლენა შემოქმედებით ინდუსტრიებზე – კვლევის შედეგები და ახალი პლატფორმა სფეროს წარმომადგენლებისთვის

გლობალური პანდემიით გამოწვეული კრიზისი საქართველოს შემოქმედებითი სფეროს სექტორსაც შეეხო და სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, 2020 წლის მარტში, ონლაინ პლატფორმა „შემოქმედებითი ინდუსტრიების გამოწვევები“ შეიქმნა და დღეისთვის სფეროს 400-ზე მეტ წარმოამდგენელს აერთიანებს.

BOG
BOG

როგორც მისი ავტორები ამბობენ, ესაა სივრცე ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, სადაც მათ, სფეროს ირგვლივ, როგორც კონკრეტული პრობლემების, ისე ზოგადი გამოწვევების გაზიარების შესაძლებლობა და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივად ფიქრისა და მსჯელობის შესაძლებლობა აქვთ. 

ჯგუფის „შემოქმედებითი ინდუსტრიების გამოწვევები“ ინიციატიავით ჩატარდა კველვა „COVID-19-ის გავლენა შემოქმედებით ინდუსტრიებზე“. მიზანი იყო იმის გარკვევა, რას ფიქრობენ შემოქმედებით ინდუსტრიებში / კულტურის სექტორში ჩართული ადამიანები და ამის შედეგად, შექმნილი სიტუაციის ანალიზი და არსებულ რთულ რეალობაში საჭირო რეკომენდაციების შემუშავება.

კითხვარის შემუშავებაში მონაწილეობდნენ კულტურის ლიდერები: ლევან გელიაშვილი, ზვიად ელიზიანი, ელენე მეჩითოვა და ნინო წითლანაძე.

კვლევა 30 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. გამოიკითხა 17-75 წლის 81 ადამიანი, შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებიდან:

გამოკითხულთა 44.7%, რომელიც შემოსავალს შემოქმედებითი საქმიანობით იღებს, აცხადებს, რომ პანდემიამ მათ საქმიანობაზე ძალიან ცუდად იმოქმედა და შემოსავლის გარეშე დარჩნენ; 45.7% ამბობს, რომ სახელოვნებო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის გარდა, შემოსავლის სხვა ალტერნატიული წყარო არ აქვს; 71.6% აცხადებს, რომ აპრილი-ივნისის თვეში დაგეგმილი ყველა შემოქმედებითი აქტივობის გადადება მოუწია; 46.9% აცხადებს, რომ სამომავლოდ, შესაძლებელია მათი პროექტების გარკვეული ფორმით ტრანსფორმირება, 45,7% კი ამბობს, რომ მათი საქმიანობის ფორმატის შეცვლა შეუძლებელია.

ჩაღრმავებული კითხვებიდან გაირკვა, რომ უფრო ხშირად, გადადებულ ან გაუქმებულ პროექტებში მოიაზრებიან: ფესტივალები (27.9%) და მუსიკოსები (14.7%), რომლებიც კლუბებსა და ბარებში მუშაობენ; ასევე, 7.3% გაუქმებული გამოფენების შესახებ იტყობინება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ;

გამოკითხვის მონაწილეები გამოსავალს ასე ხედავენ:

25% – ფულადი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან;
21.8% – ონლაინ პლატფორმების შექმნა, სადაც არტისტები თვითრეალიზებას შეძლებენ, გარკვეული თანხის მიღების საფასურად;
14% – ახალი საგრანტო კონკურსები, რომელიც არსებულ რეალობას ერგება.

ასევე, 4.6% მიიჩნევს, რომ გადასახადებისგან გათავისუფლება ან გადავადება, სახელმწიფოს მხრიდან, არტ სექტორში დასაქმებული ადამიანების მხარდასაჭერად ძალიან სასარგებლო ნაბიჯი იქნება.

23% აცხადებს, რომ საქმიანობის ადაპტირების გეგმა აქვს იმ დროს, როცა 53% ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.

კვლევა სრულად.

ონლაინ პლატფორმის არსებითი მიზანია:

  1. კომუნიკაციის გამარტივება შემოქმედებით ინდუსტრიებსა და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს / სექტორებს შორის (საჯარო სექტორი, ბიზნეს სექტორი, სტარტაპერები, მედია, სტუდენტები);
  2. შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და პირველი ღია ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა.

ონლაინ პლატფორმის დამფუძნებლები არიან ხელოვნების მენეჯმენტის დოქტორი და GIPA-ს ლექტორი ნინო წითლანაძე და კულტურის ლიდერი, ფესტივალ Black Sea Sound  და გალერეა ART UP-ის დამფუძნებელი ლევან გელიაშვილი. 

“სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის” ანიმირებულ ვერსიას უეს ანდერსონი ახმოვანებს

“სნექებისგან” და სხვა არარელევანტური მასალისგან შექმნილი სახუმარო ტანსაცმელი