in

კომპანიები, რომლებიც დღეს, საკურიერო და მიტანის სერვისით უზრუნველგყოფს

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 27 აპრილიდან, დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში, დაშვებული იქნება ონლაინვაჭრობა – საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება და ტაქსების ოპერირება.

bog
bog-mob

თუმცა მანამამდე, სანამ, ოფიციალურად, შეზღუდულია ნებისმიერი ტიპის ავტომობილით გადაადგილება და ონლაინმაღაზიების უმრავლესობა ვერ ფუნქციონირებს, გადავწყვიტეთ, იმ კომპანიების ჩამონათვალი გაგიზიაროთ, რომლებსაც დღეს, თქვენი სხვადასხვა ნივთის ტრანსპორტირებითა თუ პროდუქტების მოტანით უზრუნველყოფა შეუძლია:

maleo.ge – მთელი საქართველოს მასშტაბით, საკურიერო მომსახურება;

moto courier – საქართველოს მასშტაბით, დოკუმენტების, ამანათების, მცირე და საშუალო ტვირთების გადაზიდვა;

easyway.ge – საქართველოს მასშტაბით, საკურიერო მომსახურება;

„საქართველოს ფოსტა“ – ამანათების გაგზავნა მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე, საბერძნეთსა და იტალიაში;

chemikurieri.ge – თბილისის მასშტაბით, ნებისმიერი ნივთის გადატანა, რომელიც გადაადგილებას ექვემდებარება: ამანათები, შენაძენები, სახლში დარჩენილი ნივთები, დოკუმენტები;

„კურიორი“ – ნივთის გადატანა, ცხოველის გადაყვანა;

city express – თბილისის მასშტაბით, დოკუმენტების, ამანათებისა თუ საჩუქრების გადატანა;

soplidan.ge – თბილისის მასშტაბით, პროდუქტების მიტანის სერვისი – 10:00-დან ზოგიერთ შემთხვევაში, 22:00-მდეც;

glovo.ge – თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში ნებისმიერი პროდუქტის ან ნივთის შეძენა/გაგზავნა (აფთიაქი, სურსათი… და ა.შ.);

menu.ge – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში რესტორნებიდან საკვების მიტანის სერვისი;

wolt – თბილისსა და ბათუმში, საკვების მიტანა 9:00-დან 19:30-მდე;

gastronome.ge  – თბილისის მასშტაბით, პროდუქტების მიტანის სერვისი;

shikriki.ge – თბილისის მასშტაბით, პროდუქტების მიტანის სერვისი;

moitane.ge – თბილისის მასშტაბით, რამდენიმე უბანში პროდუქტების მიტანის სერვისი;

Vendoo – მთელი საქართველოს მასშტაბით, მიტანის სერვისი ამ ნივთების შეძენის შესაძლებლობით.

ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარდგენილია – დოკუმენტს სპეციალისტები აფასებენ

როგორ შევქმნათ ემპათიური კულტურა Zoom-ში?