in ,

როგორ შეგიძლიათ ფსიქიკური კეთილდღეობის შენარჩუნება იზოლაციაში ყოფნისას

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები იზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის – როგორ შეგიძლიათ ფსიქიკური კეთილდღეობის შენარჩუნება COVID-19-ის გავრცელების დროს.

შეინარჩუნეთ ადამიანებთან კავშირი და სოციალური მხარდაჭერის სისტემა. იზოლირებაში ყოფნის დროსაც კი, სცადეთ პირადი წესებისა და განრიგის შენაჩუნება ან შექმენით ახალი განრიგი. იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სფეროს ოფიციალურმა უწყებებმა, COVID-19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით, სხვა ადამიანებთან უშუალო და პირისპირ კავშირის შეზღუდვისკენ მოგიწოდეს, ახლობელ და საყვარელ ადამიანებთან კავშირის შენარჩუნება ელექტრონული ფოსტის, სოციალური მედიის, ვიდეო კონფრენციებისა და ტელეფონის დახმარებით შეგიძლიათ.

სტრესული გარემოს ზემოქმედების დროს, ყურადღება მიაქციეთ თქვენს საჭირობებსა და გრძნობებს. ჩაერთეთ ჯანსაღ აქტივობებში და ისეთ საქმიანობებში, რომლებიც გსიამოვნებთ. სცადეთ, ივარჯიშოთ რეგულარულად, იზრუნეთ ძილის რეჟიმის დაცვაზე და ჯანსაღი საკვების მიღებაზე. სცადეთ, გაიაზროთ თქვენი ქმედებების სამომავლო შედეგები. საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებები და ექსპერტები COVID-19-ის გავრცელების შეჩერებაზე ზრუნავენ იმისათვის, რომ ამ დაავადების გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის ხარისხიანი ზრუნვის ხელმისაწვდომობა უზრუნველყონ.

COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული სიახლეების თითქმის უწყვეტ ნაკადს ნებისმიერ ადამიანში შეუძლია შფოთვისა და დისტრესის გაძლიერება. ახალი ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები მ ხ ო ლ ო დ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისგან ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან, დღის კონკრეტულ დროს მიიღეთ. ეცადეთ, თავი აარიდოთ ჭორების მოსმენას და ისეთი ინფორმაციის მიღებას, რომელიც საგრძნობლად აძლიერებს თქვენში შფოთვას.


წყარო: “Mental Health Considerations during COVID-19 Outbreak,” World Health Organization (WHO), March 6, 2020, https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/mental-health-considerations.pdf
თარგმანი: საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოება 

თიბისის ბიზნესტრენინგებზე დასწრება უკვე „ონლაინ“ არის შესაძლებელი

Minecraft-ს უფასო საგანმანათლებლო თამაშები დაემატა