in

მეცნიერებმა შეისწავლეს კაცი, რომელსაც კოვიდი თითქმის 2 წელი ჰქონდა!

მეცნიერებმა ახლახან განაცხადეს მათთვის ცნობილი ყველაზე ხანგრძლივი COVID-19-ის ინფექციის შესახებ და ამბობენ, რომ ეს ყველასთვის გაფრთხილება უნდა იყოს. შემთხვევა, რომელსაც Amsterdam University Medical Center შეისწავლის, უკვე გარდაცვლილ 72 წლის იმუნოკომპრომეტირებულ კაცს ეხება, რომელსაც კოვიდი 613 დღის მანძილზე ჰქონდა… წარმოიდგინეთ, თითქმის ორი წელი და ამდენი ხნის მანძილზე ვირუსი ახალ-ახალ იმუნიტეტს ივითარებდა მის სხეულში. 

M2
M2

მართალია, ამ კაცს მრავალი კოვიდის ვაქცინა გაუკეთდა, თუმცა მისი იმუნური სისტემა ვერ იღებდა ისე, რომ ვირუსისთვის ბარიერი გამხდარიყო. ეს ხშირია ხანდაზმულ ადამიანებსა და იმუნოკომპრომეტირებულ პირებში. ზუსტად ამიტომ, მეცნიერების თქმით, აღნიშნული კვლავ შეგვახსენებს, რომ ჩვენი ვალია, ყველამ ერთმანეთზე ვიზრუნოთ და დავიცვათ კოვიდისა თუ სხვა ინფექციებისგან. თანაც სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები მეტად მოწყვლადები არიან ამ დაავადების მიმართ, 3-ჯერ ვაქცინირებულნიც რომ იყვნენ, 13-ჯერ მეტი შანსი აქვთ კლინიკაში მოხვედრის. 

აღნიშნული შემთხვევაც აჩვენებს, რომ იმუნური სისტემა, რომელიც უკვე დასუსტებულია ავადმყოფობით, ინფექციებს სათანადოდ ვერ ებრძვის. კონკრეტულ პაციენტს ადრე ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ჩაუტარა, მოგვიანებით კი ლიმფომა განუვითარდა, რაც მკურნალობას საჭიროებდა და ვირუსის განეიტრალებაზე პასუხისმგებელ თეთრ უჯრედებსაც ანადგურებდა. 

ამ თვეში კონკრეტულ შემთხვევას მკვლევრები 2024 European Society of Clinical Microbiology and Infectious Diseases Global Congress-ზე წარადგენენ. თუმცა ამ ქეისზე მეტი დეტალი ვიცით იმ შემთხვევებზე, როცა კოვიდი ასობით დღე გაგრძელდა — ექიმებმა სწორი თერაპიის შერჩევა მოახერხეს პაციენტებისთვის, რაც SARS-CoV-2-ის კონკრეტულ ვარიანტს ეფუძნებოდა… თუმცა 72 წლის კაცი არ აღმოჩნდა იღბლიანთა შორის — 2023 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა, კოვიდის დადგენიდან 20 თვეში, ხოლო მიზეზი არა ვირუსი, არამედ ლიმფომას დაბრუნება იყო…

ინფექცია 2022 წლის თებერვალში დაუდგინეს, უფრო ზუსტად Omicron BA.1.17-ის ვარიანტი, თუმცა რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ ვირუსმა მუტაცია განიცადა და ანტისხეულების განეიტრალების თერაპიის სოტროვიმაბის მიმართ რეზისტენტული გახდა. მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა SARS-CoV-2-ის სხვადასხვა ვარიანტის გენეტიკური თანმიმდევრობების შესწავლა დაიწყეს, მიხვდნენ, რომ აღნიშნული არ ექვემდებარება მკურნალობის არსებულ მეთოდებს.

2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის სექტემბრამდე შეგროვებულმა ცხვირისა და ყელის 27 ნაცხის ანალიზმა აჩვენა, რომ მამაკაცში არსებულმა ვირუსმა შეაგროვა დამატებით 50 მუტაცია. ეს მოიცავდა SARS-CoV-2-ის ცილის ერთ ბოლოში დაშლას, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსს შეუძლია, იმუნურ სისტემას გაექცეს. მკვლევრების თქმით, 

ამგვარი ცვლილება მუტაციურ ვარიანტებში აქამდე არც დოკუმენტირებული და, შესაბამისად, არც გამოკვლეული ყოფილა.

ხოლო ექიმი იაკობ ლემიუსი აცხადებს, რომ მუტაციური ინფექციების გადაცემა რამდენიმე სხვა შემთხვევაშიც დაფიქსირდა. ამ საკითხზე კი წლის დასაწყისში კვლევაც გამოაქვეყნა, რომელიც მუდმივი ინფექციების საკითხს ეძღვნება 50-ზე მეტ იმუნოკომპრომეტირებულ ადამიანში. აღმოაჩინეს, რომ კოვიდის რისკი უფრო მაღალია სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში და მათში, ვინც იმუნოსუპრესანტებით მკურნალობს სისხლის კიბოსა თუ ორგანოთა გადანერგვის შემთხვევებში. აქ ვირუსთან გამკლავებას ყველაზე მეტი დრო სჭირდება… 

მართალია, უკვე ბევრი რამ ვიცით კოვიდისა და მისი თანმდევი ეფექტების შესახებ, მაგრამ მეცნიერებს ჯერ კიდევ ბევრი კითხვა აქვთ, რომლებზეც პასუხის გაცემას ამჟამინდელი თუ სამომავლო კვლევებით აპირებენ. ზემოთ განხილული ნაშრომი კი კვლავ შეგვახსენებს, რომ ადამიანებზე ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ.

 

დაუმარცხებელი სპორტსმენების ამბავი ახალ კამპანიაში

m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს