ვიდეოთამაშები 2020 წელს რეკორდულ შემოსავლებს აფიქსირებს და ხდება უფრო დიდი ინდუსტრია, ვიდრე მაგალითად, ფილმებისა და ჩრდილოეთ ამერიკული სპორტების კომბინირებული ინდუსტრიები. ეს შედარება, უბრალოდ, მასშტაბების კონტრასტისთვის, ისე კი, გეიმინგის სფერომ პანდემიის დახმარებით, გასულ წელს, 180 მილიარდიანი შემოსავლები დააფიქსირა. 2021 წელს კი, უფრო მასშტაბურ ციფრებს ელიან. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ახალი თაობის კონსოლების ინტეგრაციაც. Pkaystation 5 და ახალი X box ვიდეოთამაშების ინდუსტრიას ახალ სიმაღლეებზე აიყვანს.
ზემოთ მოხმობილი შედარების გასამყარებლად შეგვიძლია, პირდაპირ რიცხვები მოვიხმოთ, გლობალური კინოინდუსტრიის გასული წლის შემოსავალი 100 მილიარდი დოლარი იყო, ჩრდილოეთ ამერიკული სპორტების კომბინირებული შემოსავლები კი – 75 მილიარდი.
გეიმინგის ბუმს ხელი COVID-19-მა ნამდვილად შეუწყო. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ერთ-ერთი სფერო, რომელმაც COVID პანდემიით ისარგებლა, სწორედ ვიდეოთამაშების ინდუსტრიაა, უამრავი ლოქდაუნისa და აკრძალვის ფონზე, შინ დარჩენილმა ადამიანებმა გართობისa და დროის გაყვანის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად სწორედ კონსოლები და ვიდეოთამაშები აქციეს.
ახალი ფლეისთეიშენის, x box-ისა და ნინტენდოს გამოსვლის, თავად კონსოლების გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლების ფონზე, ვიდეოთამაშების რეალიზაციიდან შემოსული თანხები, სავარაუდოდ, 30-იდან 35 % -მდე კვლავ გაიზრდება და ახალ სარეკორდო ნიშნულს მიაღწევს.